7/15

770 76 17
                                    

Დროა.. Ისევ იგივე, ყოველდღე, მთელი 8 წლის მანძილზე, ეს უკვე მოსაბეზრებელია, მაგრამ ტეჰიონს სხვა არჩევანი არ აქვს, მისი ერთადერთი ოცნება აქედან გაღწევა და სამყაროს ნახვაა, ეს ალბათ უკვე ყველამ იცით მაგრამ ტეჰიონმა ის არ იცის რომ ამ ყველაფერს სულ სხვა მიზნით აკეთებს, მას ჰგონია რომ თუ 'ჯადოსნურ წვენს' დალევს აქედან გაანთავისუფლებენ, მას მისცემენ საშვალებას ნახოს და დატკბეს სამყაროთი თუმცა ეს მართლა ასეა? Მართლა მაგის გამო ალევინებენ 'ჯადოსნურ წვენს' რათა ის გაძლიერდეს?

-ტაე, ჩვენ მივდივართ, ხომ იცი როგორც უნდა მოიქცე? __ ქალმა ოდნავ მკაცრი მაგრამ ღიმილიანი სახით თქვა

-დ-დიახ, ვიცი.. Მ-მაგრამ იქ ძალიან ცივა..
-ხოდა რაც უფრო მალე მორჩები მით უფრო მალე გამოხვალ და გათბები
-მაგრამ კარები ავტომატურ-
-არავითარი მაგრამ, ჩვენ მივდივართ, ორ დღეში დავბრუნდებით

Ტეჰიონი მარტო დარჩა, როგორც ყოველთვის ახლაც ლურჯი ოთახისკენ მიიწევდა, შესვლისთანავე კარები ავტომატურად ჩაიკეტა, ის კი ახლა მთელი ოცი წუთი ამ ყინვაში უნდა ყოფილიყო.

Თვითონაც არ იცის როგორ მიაღწია ჯონგუკის ადგილამდე, ისიც კი ვერ გაიაზრა რომ მთელი სამი წუთი იდგა და მას უყურებდა, ხელები მხრებზე ქონდა შემოხვეული და თავის თავს ითბობდა რაც თითქმის შეუძლებელი იყო

-ჰეი, ტეჰიონ __ ტეჰიონი გამოფხიზლდა და მის წინ მყოფ ჯონგუკს შეხედა, იგი ფეხზე წამოდგა და ტეჰიონს ანიშნა მისთვის ხელები გაენთავისუფლებინა

-ჯონგუკიი, მ-მთელი კვირა ხმას რ-რატომ ა-არ იღებდიიი?
-მაგას მოგვიანებით გეტყვი

Ტეჰიონმა ჯონგუკს ხელები გაუხსნა და მოეხვია, ჯონგუკი ქვასავით იდგა, არ იცოდა რა ექნა რომ ჩავეხუტო უხერხული ხომ არ იქნება? Თავისთვის გაიფიქრა თუმცა სანამ რამეს მოიმოქმედებდა ტეჰიონი მას მოშორდა

-ა-არ გცივა? __ ტეჰიონმა გაკვირვებით იკითხა რადგან ჯონგუკს მთელი პერანგის ღილები საშვალომდე შეხსნილი ქონდა, თუმცა საერთოდ არ ეტყობოდა რაიმე სიცივის

Doll || Taekook (დასრულებული) حيث تعيش القصص. اكتشف الآن