უდაბნოსავით ცარიელი ადგილი. ირგვლივ მტვრისა და წითელი ქვიშის ქარის გარდა ვერაფერს დაინახავდით. ცაზე სავსე წითელი მთვარე დაჰყურებდა არე მარეს, თითქოს სურდა დაენახა ყველაფერი რაც რამდენიმე წუთში განვითარდებოდა. ერთი შეხედვით ძალიან ცუდი შეგრძნება დაგეუფლებოდათ იქაურობის დანახვისას. ჰაერიც კი საშინელი და ცხელი იყო. აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა. თითქოს არავის სურდა თუნდაც ოდნავი მოქმედებით ეს სიჩუმე დაერღვია, მაგრამ ძალიან შორიდან მოისმოდა ხმები, რომელსაც ის არსებები გამოსცემდნენ, რომელთა გამოც დედამიწაზე უამრავი სიცოცხლე ნადგურდებოდა.
ქვიშიანი ქარის გამო, მხოლოდ რამდენიმე სხეულს თუ შეამჩნევდით. რომელთაც თითქოს არა შიშის, არამედ მომავალი სიამოვნების განცდა იზიდავდა, რომელიც ადამიანის სისხლის სუნით იყო გამოწვეული.
თუმცა მეორე მიზეზი თუ რატომაც მოაბიჯებდნენ ასე ამაყად, ეს მათი ლიდერის ამაყი ნაბიჯები იყო რომელსაც სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
დიახ ეს გახლდათ ჯეონ ჯონგუკი, აწ უკვე სუფთა სისხლის ვამპირი, რომელიც თავის ძალებს აბსოლუტურად ფლობდა. და მის ხელთ სულ მცირე 50 000 იანი დემონების არმია იყო, რომლებიც მის უკან მოაბიჯებდნენ, მათ კი წინ შავებში გამოწყობილი ჯეონ ჰოსოკი მიუძღოდა. თითოეულ მათგანს უკვე წარმოდგენილიც კი ჰქონდა თუ როგორ ფლეთდნენ ნაწილებად ადამიანებს.მაგრამ იცოდნენ კი ნამდვილად თუ ვინ მიდიოდა მათ წინააღმდეგ?
იმავე გარემო. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ქვიშის ქარს წითლებში გამოწყობილი, მაღალი, წითელ თმიანი, სხეული კვეთდა, რომელსაც თვალები ოქროს ფრად უელავდა.
მარჯვენა მხარეს თეთრებში გამოწყობილი, Ნაცრისფერი თმებითა და ხელში თავისი მახვილით, ჯიმინი მოაბიჯებდა, რომელიც გამჭოლი მზერით სწავლობდა თითქოს არე მარეს.
მარცხენა მხარეს ლურჯებში გამოწყობილი, ცისფერი თვალებითა და ლურჯი თმებით, ჯინი მოაბიჯებდა.
უკან კი ფერიების ამალა მოჰყვებოდათ, რომელთა რიცხოვნობა 15 000 აღემატებოდა.
ESTÁS LEYENDO
༒︎ნამდვილი სისხლი༒︎
Romance" ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები."