*6 თვის შემდეგ*
ელისის ქორწილის შემდეგ ექვსი თვე გავიდა. ამელიამ და ჰარიმ გადაწყვიტეს ქორწილი ბავშვის დაბადების შემდეგ გადაეხადათ ეხა კი ამელია მეცხრე თვეშია. ბავშვს დღედღეზე ელოდებიან. ჰარი სულ თავს ევლება და ყველა სურვილს უსრულებს.
-ჰაზ გთხოვ ბანანი წამომიღე რა და კიდევ ჟელიბონები
-კარგი პატარავ - ტელეფონი გათიშა და ლოგინიდან წამოდგა. ჰარი სამსახურში იმყოფებოდა ამელია კი სახლში მარტო ვეღარ ძლებდა ამიტომ ნაილს დაურეკა
-წიწოო - დაუწყო ბუზღუნი
-რა გინდა პირდაპირ მითხარი
-სახლში მარტო ვარ და მოვიწყინე
-კარგი გამოვალ ეხავე და დღეს რა წამოგიღო ვაშლი ბანანის ფორმით თუ ფორთოხალი მარწყვის გემოთი? - გადაიკაკანა ნაილმა
-აუუუ აღარ მოხვიდე საერთოდ - ისევ და ისევ დაიბუზღუნა და ტელეფონი გაუთიშა. ხელები გადაიჯვარედინა და მდივანზე დაჯდა. მალევე კარები გაიღო და ჰარი შემოვიდა. ამელია რომ დაინახა მაშინვე მასთან მივიდა
-პატარავ ვინ გაგაბრაზა?
-ნაილმა - თქვა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო. ჰარიმ ჩაიცინა და ხელები მოხვია. მკერდზე აიკრო და თავზე აკოცა
-ძალიან ბევრი ჟელიბონი მოგიტანე
-მართლა? - ქვემოდან ბედნიერი ღიმილით ამოხედა ამელიამ
-მართლა - გაუღიმა ჰარიმ და მის ტუჩებს დაეწაფა. ნაზად კოცნიდა ბოლოს კი უჰაერობის გამო მოშორდა.
-ჩემი ჟელიბონები სად არის?
-აი აქ - პარკი აიღო და მას გაუწოდა. პარკიდან ჟელიბონები ამოიღო და ჭამას შეუდგა
-ჩემი გოჭი - საყვარლად თქვა ჰარიმ და მას მიეხუტა. თავი მის კისერში ჩარგო და მისი სურნელი შეისუნქა რა დროსაც კარები გაიღო და შიგნით პარკებით დატვირთული ნაილი შემოვიდა
-გამარჯობა ჰაროლდ და გამარჯობა გაბერილო
-მე შენზე გაბრაზებული ვარ - გაბუშტულმა გახედა ამელიამ
-სამაგიეროდ ბევრი შოკოლადი მოგიტანე - ნიშნის მოგებით გახედა ნაილმა. ამელიას კი თვალები გაუბრწყინდა
-მომეცი - პარკები გამოგლიჯა და სნიკერსი ამოიღო. ჰარიმ ჩაიცინა და სამზარეულოში გავდია. გემრიელად ჭამას შეუდგა როდესაც მუცელში ძალიან დიდი ტკივილი იგრძნო
-ჰაზზ - დაიყვირა ამელიამ და ჰარიც მაშინვე გამოვარდა სამზარეულოდან
-რა ხდება პატარავ?
-მგონი დაიწყო .... ააა ... ჰაზ წყლები დავღვარე
-ამის დედაც რა გავაკეთო - პირზე ხელები აიფარა და აქეთ იქით დაიწყო სიარული
-საავადმყოფოში წაიყვანე იდიოტო - შესძახა ნაილმა ჰარიმაც მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავარდა
-შე სირო ამელია დაგრჩა
-ნაილ გთხოვ შენც წამოდი ამის ხელში არ დამტოვო ... ააა - ტკივილისგან კვლავ დაიყვირა ამელიამ. ჰარი მასთან მივარდა და ხელში აიყვანა. მანქანაში უკანა სავარძელზე ჯერ ნაილი დაჯდა შემდეგ კი ჰარიმ ამელია ჩასვა. საავადმყოფოში მალევე მივიდნენ. სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს
-ჰარ..ჰარი შენც შემოდი
-კარგი პატარავ - ჰარი მას ყველანაირად ამხნევებდა. ვერ უძლებდა ამელიას ესეთ მდგომარეობაში ყურებას მაგრამ შეძლებისდაგვარად ამშვიდებდა
-ცოტაც გაუძელი პატარავ
-ღრმად ისუნთქე ამელია - თქვა ექიმმა- ცოტაც. თავი უკვე ჩანს
-ააა.. - განწირული ხმით ყვიროდა ამელია
-წყნარდ პატარავ ცოტაც გაუძელი - ერთი ხელით მისი ხელი ეჭირა მეორეთო კი თავზე ეფერებოდა. მალევე კი ბავშვის ტირილის ხმაც გაისმა
-გილოცავთ გოგოა - ამელიას ბედნიერებისგან გაეღიმა და დაღლილი სახით ჰარის გახედა. რომელიც ცრემლებად იღვრებოდა. ექიმებმა ბავშვი მოსაწესრიგებლად გაიყვანეს.
-პატარავ - ჰარი მის ტუჩებს დააცხრა-უბედნიერეს კაცად მაქციე - თქვა და ცრემლები მოიწმინა