1. გაიკეთებ თუ არა კოვიდ ცხრამეტის საწინააღმდეგო ვაქცინას?
- სიმართლე გითხრა, კოვიდ ცხრამეტსა და ვაქცინაზე რეგულარულად არ ვამოწმებ ინფორმაციას, თუმცა, გამიგია, რომ რაღაც პრობლემებს იწვევს. იმას, რის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი, ვერ გავიკეთებ, პლუს, ალერგიული ვარ. ალბათ, ძალიან ბევრი რამის გადამოწმება მომიწევს, სანამ ვაქცინის გაკეთებაზე რეალურად დავიწყებ ფიქრს.
2. შენი აზრით, როდის დასრულდება პანდემია?
- არ ვიცი. იმდენად გაგვიგრძელდა ეს პანდემია, იმედია, საერთოდ ოდესმე მაინც დასრულდება.
3. მოგვიყევი შენი პირველი ნაბიჯების შესახებ აპლიკაციაში.
- პირველივე ნაბიჯი ექაუნთის შექმნიდან ნაშრომის გამოქვეყნება იყო. ძალიან დაღლილი ვიყავი და თავისუფლად დაცლა მჭირდებოდა.
4. გაქვს თუ არა რამე ისეთი ნივთი, თილისმა, რომელსაც სულ თან ატარებ?
- ალბათ დიდი ვარ, მაგრამ მარტოს დაძინება მირთულდება. ჩემს დათუნიასა და პატარა, საყვარელ მინიონს სულ თან დავატარებ. ორ დღიან ექსკურსიებზე, ტრენინგებზე თუ ა.შ. ყველგან თან დამყავს. მართლაც მეხმარება.

YOU ARE READING
21 კითხვა theself-madegirl-სთან
Non-Fictionჩვენი შემდეგი სტუმარია დამწყები მწერალი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს აპლიკაციაში. გაიგეთ მეტი მის შესახებ ჩვენ ინტერვიუში! ეს არის რუბრიკა "21 კითხვა ავტორთან" და მე ამ რუბრიკის წამყვანი, სალომე მექვაბიძე, იგივე პინგვინი გახლავართ. გარეკანის იდეა...