28 თავი."The truth"

320 47 41
                                    

-ყველაფერი ექვსი წლის წინ დაიწყო-თეჰიონი ჰაერს ღრმად ისუნთქავს-ჩვენ პოლიციის მეცამეტე აკადემიის დამამთავრებელ კურსზე ვიყავით.როდესმე გსმენია მასზე?

-კი-თავს ვუქნევ-ნამჯუნმა მიამბო.ის აკადემიაა სადაც ხანძარი მოხდა,მაგრამ იქ ხომ ყველა კათეტი დაიღუპა?

-არა-თეჰიონი თავს აქნევს-ყველა არ მომკვდარა-გარშემო იყურებ-ჩვენ გადავრჩით.

-სულ რამდენი?-თეჰიონი ბიჭებს უყურებს და კეფას იზელს

-რვა,რვა გადავრჩით.

-ესეიგი კიდევ სამი გაკლიათ?-ვეკითხები თეჰიონს.აქ ხუთნი არიან.

-ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.იმ დღეს,როცა ეს ყველაფერი დაიწყო-მუჭს კრავს-ბიჭები ხანძრის გამო არ დაღუპულან,ისინი მოწამლეს.

-მოწამლეს?

-ქამელეონით.იმ დღეს საკვებში მაღალი დოზით გაურიეს ქამელეონი,ყველა მოიწამლა,ჩვენს გარდა.

-თქვენ როგორ გადარჩით?

-იმ დღეს ჯიმინმა და ჩვენმა ერთ–ერთმა კადეტმა გაპარვა სცადეს,რის გამოც მთელი დანაყოფი დაისაჯა და ვახშმის გარეშე დავრჩით-თეჰიონს ეცინება-მახსოვს ჯინი როგორ წუწუნებდა,როცა მშიერი დაწოლა მოუწია.ჩემგანაც კი მოხვდა რამოდენიმეჯერ ჯიმინს,მაგრამ მისი წყალობით გადავრჩით.

-მართალია,ასეთი დაუფასებელი ვარ ხედავ?!-ამაყად აქნევს თავს ჯიმინი.

-ყველაფერი პირდაპირ რომ უთხრა არა?-კითხულობს იუნგი და თეჰიონს უყურებს.

-ახ-ამოიოხრა-ეს პირველი შემთხვევა არ იყო,როცა ქამელეონით მოგვწამლეს.

-მოიცა ერთი წამით,თქვენც მოგწამლეს ქამელეონით?

-როდესმე გსმენია  იმის შესახებ,რომ მეფეებს პატარაობიდან ცოტ–ცოტა საწამლავს ასმევდნენ,იმისთვის რომ იმუნიტეტი გამომუშავებოდათ?

-კი.ისინი საწამლავს მცირე დოზით იღებდნენ,რაც საზიანო არ იყო,ამის გამო იმპერატორების მოწამვლა თითქმის შეუძლებელი იყო.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now