ჯონგუკის გული აჩქარებული იყო, იგი მანქანიდან გადმოვიდა და ხველება დაიწყო. მას გულის რევის შეგრძნება ჰქონდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ერთი ლუკმაც კი არ ჰქონდა ნაჭამი. თავბრუ დაეხვა და მიხვდა რომ მალე წაიქცეოდა, ამიტომ მანქანას მიეყუდა და სწრაფად სუნთქვა დაიწყო. მისი Მთლიანი სახე და სხეული ოფლით იყო დაფარული. ის მანქანიდან ჩაცურდა და ტროტუარზე დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო.
ჯონგუკი ძლიერად ტიროდა. რატომ ვერავინ ხვდება მის ტკივილს? როგორ უნდა შეეგუოს იგი იმ ფაქტს, რომ ყველაფერი რასაც ბავშვობაში ასწავლიდნენ ის არის რასაც ახლა ებრძვის? ის ყოველთვის ხედავდა რომ მამაკაცს ქალბატონი უყვარდებოდა და მასზე ქორწინდებოდა. მას გოგონები მოსწონდა, შემდეგ კი ჯიმინს შეხვდა. მან მაშინვე იგრძნო რაღაც განსხვავებული მის მიმართ, ის ვნება და სიყვარული, ის ეჭვიანობა როდესაც ჯიმინს სხვასთან ერთად ხედავდა და ის თუ როგორ წყვეტდა მისი გულის ძგერას ჯიმინის დანახვაზე, შეუდარებელი იყო იმ ყველაფერთან შედარებით რაც კი ოდესმე ვინმეს მიმართ უგრძვნია.
ჯონგუკს სკოლის დღეები გაახსენდა. როდესაც ის მიმზიდველ გოგონას ან მიმზიდველ ბიჭს დაინახავდა, ის ორივეს მიმართ ერთნაირ ვნებას გრძნობდა. მისი გრძნობები არ განსხვავდებოდა გენდერის მიხედვით. მაგრამ, მალე მან ისწავლა თუ როგორი ძნელია შენივე სქესის წარმომადგენელთან სასიყვარულო ურთიერთობა. მას ესმოდა სიტყვები: "შემარცხვენელი", "კახპა", "უბრალოდ რატომ არ მოკვდები?", და კიდევ ძალზედ ბევრი სისასტიკე ხდებოდა ამ გამბედავი სულის გარშემო. მინჯე.
ჯონგუკმა მაშივნე სწრაფად გააქნია თავი როდესაც საშინელი მოგონებები უბრუნდებოდნენ. მან თავის თავში ვერ იპოვა ძალა ჯიმინთან ყოფნის, ყოველივე მას შემდეგ რაც მან ცხოვრებაში ნახა. მაგრამ როდესაც მან ძალა მოიკრიბა და ეს გააკეთა, ჯიმინმა ის დაივიწყა.
ჯონგუკმა ძალიან ძლიერად გაარტყა თავს. მას უნდოდა რომ ეგრძნო ყველაფერი ის რაც ახლა მის ტკივილს გადაფარავდა.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️