16

597 61 15
                                    

როზე, ჯისუ და ჯენი საერთო საცხოვრებელში შევიდნენ, სადაც ჰაერი ნეგატიურობით და დაძაბულობით იყო გაჟღენთილი.

"როზე..."-ჯენიმ მისი ხალი დაიჭირა როდესაც როზემ ოთახიდან გასვლა დააპირა.

"ონი"-როზე შემოტრიალდა და ჯენი თბილად ჩაეხუტა მას. მან მაშინვე ტირილი დაიწყო როდესაც ჯენი თმებზე მოეფერა.

"რა დავაშავე რომ ასეთი მოპყრობა დავიმსახურე ონი?"-როზეს ცრემლები მოდიოდა.

"პატარავ, შენ არაფერი გაგიკეთებია...ლისას უბრალოდ რთული პერიო-" ჯენიმ სცადა მაგრამ მან გააწყვეტინა.

"ეს საშინლად უსამართლობაა. ჩემი ბრალი არაფერია, მე არაფერი დამიშავებია."- ის ჩაეხუტა მას.

"ვიცი მაგრამ...ის უბრალოდ...ის..."-ენა დაებმა ჯენის.

"რა არის?"- როზემ სწრაფად ასწია თავი და ცრემლიანი თვალებით პასუხს ითხოვდა დებისგან.

"მითხარით!"-მან ცრემლები მოიწმინდა.

"ის ფიქრობს რომ შენ...ის შენზე და ჯონგუკზე ეჭვიანობს."-თქვა ჯისუმ და როზეს უკან დადგა, ჯენიმ კი დარცხვენილად გვერდით გაიხედა.

"რა? გაგიჟდა?"-როზე თავს უპატივცემულოდ გრძნობდა ლისას გამო. ის არასდროს ატკენდა მას! მას მთელი გულით უყვარდა ლისა. როდესაც მისი და ჯონგუკის პრობლემების შესახებ გაიგო, თავადვე დააპირა მათი მოგვარება.

როგორ შეეძლო ლისას მასზე ასეთი რაღაცის ფიქრი? განა მათი მეგობრობა ისეთი იაფფასიანი იყო, რომ ლისას ფიქრებით როზე მის ზურგს უკან მის შეყვარებულთან დაწვებოდა?
ის ასეთი ნატკენი არასდროს ყოფილა.

"ვიცი პატარავ, გთხოვ არ იღელვო. დარწმუნებული ვარ რომ გაუგებრობაა. ვფიქრობ ჯონგუკი უცნაურად იქცევა მასთან და ეს ძალიან აწუხებს მას."-ჯისუმ იცოდა თუ როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ როზეს.

"მხოლოდ იმიტომ რომ მისი შეყვარებული არ ტყნავს არ ნიშნავს რონ ყველაფერი მე უნდა დამაბრალოს! მას ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხა ყველაფერი. მე დავეხმარებოდი მას რომ პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ახლა ჯოჯოხეთშიც წასულა, მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა. დავასრულე ყველაფერი მასთან!"-როზემ ხელი გაითავისუფლა და თავის ოთახში შევიდა, მანამ სანამ ჯისუ და ჯენი რამის თქმას მოასწრებდნენ.

STRAIGHTWhere stories live. Discover now