ჰარიმ ახლახანს შეასრულა 'sunfliver vol. 6' ლონდონში, კონცერტზე. ლუი კულისებში იჯდა, ამაყად უყურებდა მაშინ როცა მისი შეყვარებული ახალი სიმღერის წარდგენას აპირებდა. ლუი სავარძელში იჯდა ჰარის მაისურსა და შავ ჯინსში.
"მე ვისურვებდი, რომ სცენაზე მეხმო ბატონი ტომლინსონი, რომელიც შემომიერთდებოდა შემდეგი სიმღერის შესრულებაში." ჰარიმ თქვა მიკროფონში და ხელი გაიშვირა კულისებისკენ, იქით საითაც შეყვარებული ეგულებოდა. ლუი ჯერ კიდევ შოკში იყო, მაგრამ მაინც მოახერხა სავარძლიდან ადგომა და სცენაზე გასვლა.
ფანებმა იკივლეს და გაამხნევეს ლუი მაშინვე როცა მან ფეხი შედგა სცენაზე. ლუიმ გაიღიმა და ხელი დაუქნია მათ.
იგი ჰარისთან მივიდა და პირის მოძრაობით ანიშნა 'რა ჯანდაბას აკეთებ?!', ჰარიმ უბრალოდ ჩაიცინა და მას მიკროფონი მიაწოდა, რომელსაც ლურჯი ლენტი ჰქონდა ბოლოში. შემდეგ კი მუსიკა ჩაირთო.
"ჰარი, მე სიტყვებიც კი არ ვიცი." ლუიმ ყურში ჩასჩურჩულა ჰარის.
"ოჰ როგორ არა ლუ, უბრალოდ he თქვი sheს მაგივრად" ლუი გაურკვევლობაში იყო, მაგრამ მან მალევე გააანალიზა რომელი სიმღერის შესრულებასაც აპირებდნენ.
"He be my king since we were sixteen.."
"Everybody wanna steal my boy
Everybody wanna take his heart away
Couple billion in the whole wide world
Find another one 'couse he belongs to me..."
"He belongs to me"
მათ ერთმანეთს გაუღიმეს როგორც კი სიმღერა დასრულდა და ფანებმა გაამხნევეს იმდენად ხმამაღლა რამდენადაც შეეძლოთ. შემდეგ უცებ ჰარი ცალ მუხლზე იდგა.
"რას აკეთ.." ჰარიმ იგი გააჩუმა შავი ველვეტის ყუთის ამოღებით, მისი გუჩის პიჯაკის შიდა ჯიბიდან.
"ლუი, მე შენ მიყვარხარ 10 წელზე მეტია. ჩვენი პირველი შეხვედრიდან X ფაქტორში, იმ მომენტიდან როდესაც შემთხვევით ჩემი შარდი შენ მოგეწუწა (უფრო რომანტიულად არ გამოდიოდა თარგმნა, სორით) , ვიცოდი რომ უშენოდ ვერ ვიცხოვრებდი. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე ჩემი თავი, ასე რომ, ლუი უილიამ ტომლინსონ, გახდები ჩემი მეუღლე?" ჰარიმ თქვა მიკროფონში. ფანები ჩუმად დარჩნენ, ისინი ლუის პასუხს ელოდნენ.
"რათქმაუნდა" ლუიმ უპასუხა მიკროფონში როგორც კი მისი პასუხი გაჟღერდა ჰარიმ ნიშნობის ბეჭედი შეაცურა მის თითზე.
ჰარი ადგა თავისი მუხლებიდან და მის საქმროს აკოცა. ლუის ხელები ჰარის კისერზე იყო შემოხვეული, ხოლო ჰარის ხელები ლუის წელზე.
YOU ARE READING
Larry one shots(ქართულად)
FanfictionOne shots არ არის ჩემი, ნათარგმნია ინგლისურიდან❤️