18

531 55 13
                                    

"ჰოსოკ, მოიცადე!"-თეჰიონი შეყვარებულს დაედევნა.

"არასწორად რომ არ გაიგო, არ გიყურადებდით! მისთვის ვახშამი მიმქონდა, როდესაც გავიგონე როგორ უყვიროდი იმისთვის რომ ჯონგუკი იხმარა!"-სარკაზმით გაიცინა ჰოსოკმა.

"პატარავ..."-ცადა თეჰიონმა.

"როგორ შეგეძლო ამის ჩემგან დამალვა?"-ჰოსოკი ატირდა და თეჰიონი მოიშორა, რომელიც ცდილობდა რომ მიახლოვებოდა.

"არ ვიცოდი რა მეთქვა. თითქოსდა მე ამაზე საუბრის უფლება არ მქონდა."-თეჰიონმა თავი გაიმართლა.
მან იცოდა ჰოსოკის გაბრაზების მიზეზი. ეს არ იყო მხოლოდ იმიტომრომ თეჰიონმა ეს დაუმალა, არამედ იმიტომრომ ამას უბრალოდ უყურებდა და არაფერს აკეთებდა.

"ამიტომაც იქცეოდა ის იხერხულად, შენ კი მიზეზი იცოდი. იცოდი და უბრალოდ ნებას აძლევდი რომ მარტო დატანჯულიყო!"-ჰოსოკი თავის საწოლზე დაჯდა და ტიროდა.-"როგორ შეეძლო მას ამის გაკეთება? და როგორ არ მითხარი ეს? დავეხმარებოდი მას და ყველაზე მნიშვნელოვანი-ჯონგუკი ახლა თავს ასე საშინლად არ იგრძნობდა."-ჰოსოკმა იცოდა ეს ტკივილი. მან იგივე ტკივილი იგრძნო მაშინ როდესაც თეჰიონს პირველად აკოცა. მას თეჰიონამდე გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მის მიმართ არაფერს გრძნობდა ამდგავრს, ამ ყველაფერს კი აბრალებდა იმას, რომ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ ვინმე ჰყვარებოდა.

მისმა მიზიდულობამ თეჰიონის მიმართ, მას გააცნობიერებინა თუ რა აკლდა აქამდე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ ის შეყვარებულს ამის გამო არ დაშორებულა, დაშორდა იმიტომრომ სეულში წამოვიდა, მაგრამ მან ხომ იცოდა რომ ეს ორი წელი ტყუილში ცხოვრობდა. ის ვერაფერ გრძნობდა როდესაც მას კოცნიდა ან მასთან სექსი ჰქონდა, მაგრამ ძალიან აშინებდა ის ფაქტი, რომ მამაკაცების მიმართ ინტერესი ჰქონდა. ჰოსოკი ძალიან კონსერვატიულ ოჯახს ეკუთვნოდა, ის თავს ყველაზე იღბლიან მამაკაცად გრძნობდა, რადგანაც გვერდი ბანთანი ედგა, რომლებიც მხარს უჭერდნენ რომ ოჯახი დაერწმუნებინა. ჰოსოკის ოჯახმა მასზე უარი ვერ თქვა. ისინი ნამჯუნს ურეკავდნენ და მის ჯანმრთელობაზე ეკითხებოდნენ, მაგრამ თვითონ ჰოსოკს მათთან უშუალო კონტაქტი უკვე ორი წელია არ ქონია. ოჯახმა იგი ვერ უარყო რადგანაც ის უყვართ, მაგრამ თავი მაინც ვერ დააღწიეს იმ შიშს, რომ შეიძულებდა იმ ქვეყნის მოსახლეობა სადაც ცხოვრობენ, და არ უნდოდათ რომ ჰოსოკი და თეჰიონი ჰეითერების ქარიშხალში ჩაეგდოთ. ამიტომ გადაწყვიტეს რომ მათგან განცალკევებულიყვნენ მანამ სანამ ამ თემას Დაეთანხმებოდნენ.

STRAIGHTWhere stories live. Discover now