თავი 14

163 14 2
                                    

გუშინ დათოს რო ვაკოცე, ის ძალიან ბედნიერი იყო სულ მიღიმოდა. მერე გოგოები მოვიდნენ და ყველაფერი მოვუყევი ისინი გაოცებულები იყვნენ ლუკას და დათოს საქციელით, მე ახლა გამოვკეთდი უნივერსტიტეტში ვაპირებ წასვლას, დათომ ჩემს გამო უნივერსიტეტი გაცდინა ლუკა გუშინ ხშირად მირეკავდა. ავდექი და მოვწესრგდი, საბაზანოდან გამოვედი და გოგოებთან ერთად დაბლა ჩავედი ბიჭები იქ დაგხვდნენ.
- თავს როგორ გრძნობ ლილე? - მკითხა დათომ.
- მშვენივრად ვარ.
- მე მგონი არვარ კარგად, გუშინ რო მაკოცე ალბათ მეც გადამდე შენი ავადმყოფობა.
- მართლა?.
- რავი უბრალოდ მაცემინებს, ძაან შეუძლოდ არვგრძნობ თავს.
- წამოდი სიცხე გაიზომე, იქნებ შენც გაქვს.
- არა არ მაქვს კარგად ვარ.
- ბავშვებო თქვენ ჩემი მანქნით წადით, მე დათოსთან უნდა ავიდე ცუდად არის. - გასაღები დემეტრეს მივეცი და დათოს ხელი მოვკიდე და მაღლა ავიყვანე.
- აბა გაიზომე. - დათომ ჯერ იწუწუნა, მერე გაიკეთა თერმომეტრი. ცოტახანში ამოიღო და დახედა, მერე მე გამომიწოდა გამოვართვი და დავხედე თერმომეტრს სიცხე არ ქონია, 36.4 აქვს.
- ხო გეუბნებოდი არ მაქვს, თავს კარგად ვგრძნობ.
- კარგი მაპატიე, ჩქარა წავიდეთ თორე დავიგვიანებთ.
დათოს მანქნით წავედით უნივერსიტეტში, ძალიან ჩქარა ატარებდა ლამის გული ამერია. უნივერსიტეტში ჩამოვედით და დერეფანში შევედით ჯერ არ დაწყებულა ლექციები გადავრჩით, თვალით გოგოების ძებნა დავიწყე და ვიპოვე მასთან მივედი.
- რაიყო?, არქონდა სიცხე?.- მკითხა ნანამ.
- არქონია.
- მე კი მეგონა დათო დატოვე და მოხვედი - თქვა ლიზამ სიცილით.
- არა აქ არის ერთად მოვედით - ვუთხარი და გავუღიმე.
ზარი დაირეკა და მე და გოგოები კაბინეტში შევედით, ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ლუკა იყო ჩუმად ავიღე და მივწერე.
"ახლა რა გაქვს ლილე"
"ინგლისური შენ?"
"ბიოლოგია, დასვენებაზე შევხვდეთ"
"კარგი"
- ორბელიანი! დადე ტელეფონი და გაკვეთილს მოუსმინე.
- კარგით ლექტორო ბოდიშით.
ტელეფონი შევინახე და ლექტორს მოვუსმინე, რომელიც რაღაც პრაქტიკას ხსნიდა.

მიყვარდიWo Geschichten leben. Entdecke jetzt