.

110 11 4
                                    

გაზაფხულია. მაისის ბოლო დღეები და მზე საშინლად აჭერს. სიცხე სურვილს მიღვივებს ეს წითელი კომბინიზონი ახლავე მოვიშორო სხეულიდან, მაგრამ ხალხში ამის გაკეთება მაინცდამაინც ნორმალურ იდეად არ მიმაჩნია და ბოძზე მიყრდნობილი, მოთმინებით ვუცდი როდის აინთება შუქნიშანზე წითელი.
გაოფლილ ხელებში ცივი წვენის ბოთლი მაქვს ჩაბღაუჭებული და გატანჯული ვიგრილებ ყელს ცივი და ტკბილი სითხით.
სულ არ მეხალისება ახლა აქ დგომა და სახლში კომიქსების კითხვა ნეტარებად მევლინება, მაგრამ ჰარისთან შეხვედრა მაინც უსწრებს კომიქსების კითხვის სურვილის.
ვიგვიანებ. და ვიცი ამის გამო მისაყვედურებს. მაინც სულ ერთია, ბოლოს მის კალთაში აღმოვჩნდები.
პირველად რომ გააკეთა ეს ( ხალხის წინ კალთაში ჩამისვა ), სირცხვილისგან ლოყები ამ ჩემი კომბინიზონის მსგავსად გამიწითლდა და კარგა ხანი ვცდილობდი წამოვმდგარიყავი. მაინც არ გამიშვა და მერე რაღაც ჩვევად ექცა. სირცხვილის გრძნობა დღემდე კი დამივლის ხოლმე მთელს სხეულში და თავში ჩაქუჩივით მირტყამს, მაგრამ სულ ცოტა მისი ბოხი ხმით ნათქვამი " დამშვიდდია " საჭირო, და სირცხვილის გრძნობა სადღაც ჯანდაბაში გდია მობუზული და გვარიანად გვლანძღავს.
ხალხს დიდად არ სიამოვნებს ამ ჩვენი გეური ჩახუტებების ყურება და თავიდან სწორედ ამის გამო ვმალავდით ურთერთობას, ჩემივე თხოვნით, მაგრამ დღეს მათი ცივი გამოხედვა სულ აღარ მადარდებს. პირიქით, ახლა გახარებული მე თვითონვე ვიჩენ ინიციატივას და ზედ ვეკრობი ხოლმე ჰარის.
ბოლოს, როგორც იქნა შუქნიშანი წითლად ციმციმებს, მეც გახარებული წინ მივიწევ მაგრამ რაღაც ხდება. წამებში. ვერც ვიაზრებ.
უბრალოდ აუტანელი ტკივილი მიტანს. სხეული მიმძიმდება და თვალების ბოლომდე გახელა მიძნელდება. გათხაპნილი კადრივით ვხედავ გარშემო შემოკრებილ ხალხს და მათი ხმა ბზუილივით ჩამესმის ყურებში. და უცებ ყველაფერს ვაანალიზებ. ვაანალიზებ იმას რომ წამების წინ მანქანა დამეჯახა და იმასაც რომ მძიმედ ვარ. მაგრამ მკითხველნო, იცით ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული?
ახლა ჰარი კაფეში ზის და მელოდება. მე უნამუსოდ ვაგდივარ გზაზე, ჩემი სისხლი ყველაფერს ღებავს და ასევე უნამუსოდ ვკვდები. ვგრძნობ რომ ვკვდები. წუთების წინ თუ სიცხისგან ვიწვოდი ახლა სიცივისგან ვკანკალებ. ტკივილი თავში და საერთოდ ყველგან, იზრდება. მე კიდევ არ მინდა სიკვდილი, ახლა და ასე არა. არც ჰარის დატოვება მინდა და არც იმის წარმოდგენა რა იქნება მერე.
ხომ გაგიგიათ, მთელმა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარაო? ასე იყო ახლაც. ყოველი გატარებული მომენტი მიტრიალებდა თავში. უცნაურადაც რომ ჟღერდეს, ჩვენი სექსის სცენებიც კი.
მახსენდება ის პერიოდი ურთერთობა ახალი დაწყებული რომ გვქონდა და მეშინოდა. საზიზღრად მეშინოდა მაგრამ მაშინ ის იყო ჩემთან, სხვა ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა დაკარგული.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 20, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

They Don't Know About Us / ✔️Where stories live. Discover now