მაშინ როცა ატმის ხეები ყვავილობას იწყებდნენ, ჩემში სევდა ბუდობდა, მაშინ როცა ქუჩებს გაზაფხულის სურნელი ათრობდა, ჩემში ზამთრის სუსხი მეფობდა, მაშინ როცა ხალხი იღიმოდა, მე ცრემლები მახჩობდა, მაშინ როცა მზე კაშკაშებდა და მისი სხვივებით ქვეყანას ალამაზებდა, მე წვმის წვეთებს ვგრძნობდი, ჩემი ცრემლების სახით, სადღაც ვიღაც ცხოვრებით ტკებობდა, მე კი ცხოვრება მეზიზღებოდა...
ბევრჯერ გამიგია ადამიანების საუბარი, როცა ვიღაცას ამშვიდებდნენ, მათი სიტყვები მხოლოდ რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლებოდა " დრო ყველაფრის მკურნალია ესეც გაივლის" "ტირილით ვერაფერს შეცვლი" "გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია" მაგრამ იცით მე ვფიქრობ, ეს სიტყვები უბრალოდ არაფრის მთქმელია, თავს ვერ ვუბრძანებთ ცუდად ყოფნის დროს, რომ არ გვეტკინოს, რომ არ ვიტიროთ, შეიძლება ეს გამონათქვამები, რაღაც მხვრივ მართალიც კია მაგრამ ადმიანი რომელიც ამას მომტირალს ეუბნება და უხსნის, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო დარჩენილი ის თავს ისევ ცუდად იგრძნობს, რომ ეს ფრაზები მისთვის უმნიშვნელო გახდება, არ არის ადვილი დაივიწყო ტკივილი, ამ დროს ფარსი სიტყვების საუბრის მაგივრად ჯობს, მის გვერდით იყვნენ და არ აგრძნობინონ მას სიცივე, რომ ის მარტოა და ასევე ხშირად ეცადონ მის გაღიმებას...
ყველა მათგანის მესმის ვინც ცუდადაა, რადგან იგივეს განვიცდი მეც, ცხოვრებამ თავიდანვე დიდი ტკივილი მომაყენა, მშობლებისთვის სასურველიც კი არასდროს ვყოფილვარ, იცით მეც მინდა მყავდეს ადამინი, რომელიც თავზე ხელს გადამისმევს, ჩამეხუტება და მეტყვის,
"ყველაფერი კარგად იქნება ჯიმინ.." მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები წარმოდგენას ვერაფერზე შემაცვლევინებს, ხომ ვიგრძნობ სითბოს, სიყვარულს და იმის შეგრძნება ხომ მაინც დამრჩება რომ ვიღაცას ვჭირდები.მაგრამ არ არიან, ესეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში არ არიან, განა შემოდგომისას ხეზე შემორჩენილ პატარა ფოთოლს გვერდით გაუჩნდება მეორე? არა, რადგან მათ უკვე დატოვეს იქაურობა და მინდორს ალამაზებენ, მას მიებარნენ, ისინი მომავალ წლამდე აღარ გამოჩნდებიან, მაგრამ მაშინ ეს უკანასკნელი ფოთოლი აღარ იქნება, გაფრინდება და მის ადგილას სხვა ამოვა..
YOU ARE READING
"My Romeo it's you jung-kook"
Adventure" კლუბში ყველა ერთობოდა, ჯონგუკი და ჯიმინი კი ერთმანეთს ეძებდნენ, ყველაფრის მიზეზი კი მათი სურნელების შერწყმა გახლდათ.."