ლისა ჯონგუკის ტელეფონის ზარმა გააღვიძა, რომელიც ისევ მის ჯიბეში იდო. იგი ტელეფონს მიწვდა და ზარს უპასუხა.
"ამის დედა--"
"ამ...დილამშვიდობისა ნამჯუნ."-გაიცინა ლისამ.
"ოჰ, გამარჯობა ლისა."-მან იგრძნო სირცხვილის გრძნობა ნამჯუნის ხმაში, რაზეც ჩაიცინა.
ლისამ უბრალოდ მოატყუა მას და უთხრა, რომ ჯონგუკი გაციებულია და გვიან მივიდოდა. ნამჯუნი კი ძალიან გამგები ბიჭია, ამიტომ ერთი ზედმეტი კითხვაც კი არ დაუსვა. მან გაიღიმა იმ ფიქრებზე თუ როგორ უყვართ ბიჭებს ჯონგუკი. მაგრამ მაინც, მათ მართლა არ იციან ჯონგუკი ასეთ მდგომარეობაში რატომ არის?ლისას არ უნდოდა რომ ნერვიულობა შემჩნეოდა, ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა მანამ სანამ ჯონგუკს სახეზე მოეფერებოდა.
მისი უზარმაზარი, დაკუნთული ხელი ისევ ლისას პატარა წელზე იყო შემოხვეული, სახე მის გულმკერდში ჰქონდა ჩარგული და ფეხები ლისას ფეხებზე შემოხვეული."ჯონგუკ?"-იგი მას ფრთხილად მოეფერა სახეზე და ჯონგუკმა ამოიხვნეშა.-"რეპეტიციაზე გაგვიანდება, ჩვენ ორივეს გვაგვიანდება. ჩაგვეძინა, პატარავ..."-დაიჩირჩულა მან, ჯონგუკი კი წამოდგა და გაიზმორა. ლისა მის არეულ თმას უყურებდა უკნიდან.-"ადექი ძილისგუდავ."- მან ჯონგუკს მოუღუტუნა, რაზეც მან გაუღიმა, შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა.
ჯონგუკმა სააბაზანოდან გამოსვლისას დაინახა, რომ ლისასაც მიეღო ჩხაპი და უკვე გამზადებულიყო. ის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა წითელ ტოპში, ლურჯ დახეულ ჯინსებსა და თეთრ ვანსებში. მან მასთან მიირბინა და სწრაფად შეჭამა ორცხობილები რომლებიც მან მოუმზადა. შემდეგ ერთმანეთს სწრაფად აკოცეს და წავიდნენ.
ჯონგუკი სტუდიის შენობას მიადგა და გული აუჩქარდა. მას არ უნდა ამ შენობაში შესვლა, ეს მას თავს ცუდად აგრძნობინებს. არც ის უნდა რომ ჯიმინს შეხედოს, მაგრამ ბანთანის გამო შენობაში შევიდა და ცდილობდა როგორც შეეძლო ისე ნორმალურად მოქცეულიყო.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️