Chapter 24

636 31 114
                                    

   მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, საათობით ვფიქრობდი, სანამ რაიმეს ვიტყოდი, ან გავაკეთებდი. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე შეცდომების დაშვების საშინელი შიში მქონდა. ახლაც ასეა. მეშინია, რომ რაღაც ისეთს გავაკეთებ ან ვიტყვი, რომელსაც ახსნას ვერ მოვუძებნი. საკუთარ თავს ვერ გავცემ პასუხს, როდესაც ქვეცნობიერიდან სიტყვა 'რატომ?' გაიჟღერებს. ვერა, ვერ ვუპასუხებ და ზუსტად ამის მეშინია.

   რთულია, 24 წელიწადი ამ პრინციპით ცხოვრობდე. პრინციპით, რომელიც იმას გიქადაგებს, რომ ყველა შენს ქმედებაზე ახსნა უნდა გაგაჩნდეს. არა, განა სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. ჩემს ცხოვრებაში არც არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მკითხავდნენ, ეს რატომ თქვი ან გააკეთეო. ხომ ხვდებით, სულ მე და ჩემი თავი ვიყავით ხოლმე და ამიტომაცაა, რომ ყოველთვის საკუთარი მეორე მეესთვის მქონდა ახსნა-განმარტებები მზად და არა ვინმე სხვისთვის.

   მაგრამ, ყველაფერი აირია...

   დღეს, საკუთარი მეორე მეესთვის ახსნა, თუ რატომ ჩავიდინე ის, რაც წუხელ ღამით მოხდა, არ გამაჩნია. არ შემიძლია განვმარტო საკუთარი ქმედება, გესმით? და ზუსტად ეს არ მაძლევს მოსვენების საშუალებას.

   მას შემდეგ, რაც სუნთქვააჩქარებულებმა ჩვენ-ჩვენი ბაგეები ერთმანეთს დავაშორეთ და ერთმანეთის სახელები ჩუმად ამოვთქვით, სიჩუმე ჩამოწვა. სიჩუმე, რომელიც არც უხერხული იყო, თუმცა, არც-კომფორტული.

   პრობლემა კი იმაშია, რომ ჰარიმ კიდევ ერთხელ მაკოცა და მეც კიდევ ერთხელ  მივეცი საკუთარ თავს მისი ტუჩებით გონებისდაკარგვამდე სიამოვნების მიღება.

   ბოლოს, კოცნის საბოლოოდ გაწყვეტის შემდეგ, ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე ვუსურვეთ და ასე დავიშალეთ.

   მთელი ღამე არ მძინებია. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენად არასწორი იყო ის, რაც წუთების წინ მოხდა. ჩვენ მეგობრები ვიყავით, მეგობრები კი ერთმანეთს არ კოცნიან. ჩვენ თანამშრომლები ვიყავით! ის ჩემი უფროსია, მე კი მისი მოადგილე. ეს დაუშვებელი იყო.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now