27/Drive

542 51 78
                                    

sorry for spoiler alert.
წინასწარ ვწერ, როგორც გაფრთხილებად. ამ თავში იქნება ჯგუფური სექსი. დასაწყისში და დასასრულში ნიშანს დავტოვებ და თუ სურვილი გექნებათ გადაახტით. *ჩახველება* ნაკურთი წყალი გვიშველის კი?
-----

3 თვისა და 18 დღის შემდეგ.

NO POV.

-სად მივდივართ? -ზეინმა ლიამს უჩურჩულა.

-წარმოდგენა არ მაქვს, ჰარიმ თქვა რაღაც ორმაგ პაემანზე -უთხრა და წინა სკამებზე მსხდომ ლუის და ჰარი გადახედა.

ჰარი მანქანას ატარებს, მარჯვენა ხელი ლუის ბარძაყზე უდევს და კმაყოფილი იღიმის.

-ჰარი სად მივდივართ? -ლუიმ ჰკითხა, მაგრამ უკე იცის პასუხს ვერ მიიღებს.

-ნახევარი საათიც და გაიგებ პრინცესა -გაიცინა ჰარიმ.

დაახლოებით ახევარი საათის შემდეგ ჰარიმ მანქანა პატარა ქოხთან მიაყენა. ორ სართულიანი, მეორე სართულის წინა მხარეს მთლიანად ფანჯრებია და წინ ტბას გადაჰყურებს. გარშემო ბუნებაა, უამრავი ხე, სუფთა ჰაერი.

-აბა, რას იტყვით? -ჰარიმ კმაყოფილი ღიმილით იკითხა.

-ძალიან ლამაზია ჰარი -ლუიმ ტუჩები მიაწება.

-ეს სახლი მამამ დამიტოვა, აქ ბავშვები ხშირად მოვიყვანოთ, კარგი?

ლუის ყოველთვის გული უჩქარდება, როცა ჰარი მათ ლამაზ მომავალს უხატავს. გული იმედით, სიხარულით და ნაპერწკლებით ევსება.

ბედნიერი მომავალი არის ის, რაც ორივეს ყოველთვის უნდოდა.

ჰარიმ პირველი ალბომი გამოუშვა და საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ლუიმ ახალ ფილმზე დაასრულა მუშაობა და ერთ თვეში ახალს იწყებს. ჰარის ბოლო ფილმი გამოვიდა და დიდი მოწონება მოიპოვა. ყველაფერი კარგად მიდის, გარდა იმისა, რომ ანემ ურთიერთობა მის შვილ(ებ)თან ჯერ კიდევ ვერ დაალაგა. ჯემამ ყველაფერი გაიგო და მანაც აქცია დედას ზურგი. ანე განადგურებულია, მაგრამ ხვდება, რომ ყველაფერი მისი ბრალია.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now