20

529 57 13
                                    

ლისა სტუდიის შენობაში შევიდა. მას შიგნიდან ჭამდა სინანულის გრძნობა, იმის გამო როგორადაც მოექცა როზეს. უნდა რომ მას ბოდიში მოუხადოს და იმედი აქვს, რომ ისიც აპატიებს.

იგი სარეპეტიციო ოთახში შევიდა, სადაც ყველანი უკვე მისულები იყვნენ. ლისა გოგონებს ჩაეხუტა, მაგრამ როგორც კი როზესთან მივიდა იგი უბრალოდ გატრიალდა.
ლისას გული ძალიან ეტკინა. მან მათი მეგობრობა დაანგრია მისი სულელური ეჭვიანობების გამო, მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ მისი შესანიშნავი როზე ამ ყველაფერს აპატიებს.

დღის განმავლობაში, იგი ცდილობდა როზესთან დალაპარაკებას. მან წყალიც შესთავაზა მას შესვენების დროს, მაგრამ როზემ არც კი შეხედა მას.
ლისას ძალიან ტკენდა ეს გულს. მას არ უნდა, რომ ეს ხდებოდეს, მაგრამ ახლა ერთადერთი რამ რაც მან უნდა გააკეთოს ისაა, რომ როზეს პატიება მოიპოვოს.

ჯისუმ და ჯენიმაც შეამჩნიეს ეს. ჯენი ლისასთან მივიდა და ჩაეხუტა.

"ყველაფერი კარგად იქნება."-მან თბილად გაუღიმა მას, მაგრამ თავის სიტყვებში თვითონაც კი არ იყო დარწმუნებული. როზე არ არის ისეთი ხასიათების, რომ მალე ბრაზდებოდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა შემდეგ დიდი დრო სჭირდება, რომ წყენამ გადაუაროს.

ჯისუმ როზეს ლოყაზე აკოცა უკნიდან.

"პატარა ჩე."

"ონი!"-როზე შემოტრიალდა და ჩაეხუტა.

"როზე...ერთხელ მაინც რატომ არ მოუსმინე მას?"-ჯისუმ ყურს უკან გადაუწია მას თმა. მის სიტყვებზე როზეს ღიმილი გაქრა.

"და, რატომ უნდა მომესმინა?"-თქვა მან და მისმა მტკივნეულმა ტონმა ჯისუ დაასევდიანა. მართლა არ არსებობს მიზეზი რატომაც როზემ ლისას უნდა მოუსმინოს, მაგრამ მათი მეგობრობის გამო ეს საჭიროა.

"ბლექფინქის გამო..."-თქვა ჯისუმ და კედელზე მათ სურათს შეხედა.

როზეს თვალები აუცრემლიანდა. რატომ მიაჩნიათ ყოველთვის როზე ის ვინც აპატიებს ყველას და უბრალოდ დაივიწყებს ყველაფერს? ის რომ ასეთი ხასიათები აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას მას უნდა უტევდეს და სტკენდნენ. მაგრამ, მან დაინახა როგორი მოწყენილი იყო ჯისუ ამიტომ აღარ შეეპასუხა. უბრალოდ ჩაეხუტა მას, მის სიტყვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად.

STRAIGHTWhere stories live. Discover now