21

592 57 19
                                    

ჯიმინი რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა, თემინი კი მას უყურებდა.

"ჯიმ--"

"ჯონგუკაა!"-სანამ თემინი მისთვის დაძახებას შეძლებდა, იგი ოთახიდან გაიქცა.

ჯიმინს ცრემლები მდინარესავით ჩამოდიოდა და ცუდად მყოფებისათვის განკუთვნილ ოთახში შევარდა.
ბიჭებმა მას გაოცებულმა შეხედეს.

ყველანი ჯონგუკის გარშემო ისხდნენ, ის კი უგონოდ იყო, ასეთი დიდი ტკივილის გამო და ექიმს მისთვის ჟანგბადის ნიღაბი გაეკეთებინა.

"კარგად არის?"-ჯიმინმა სწრაფად აიღო ჯონგუკის ხელი. ჰოსოკმა იმედგაცრუებულად ამოისუნთქა. მან იცის რომ ჯომინს ჯონგუკი ძალიან უყვარს, მაგრამ მაშინ რატომ? მაგრამ მას ახსოვს ჯიმინი "საიდანაც მოვიდა" ამიტომ არ უნდა განსაჯოს იგი მისი სულელური გადაწყვეტილებების გამო.

"რენტგენოგრამა სჭირდება, უბრალოდ რომ დავრწმუნდეთ, რომ ნეკნები არ გატეხვია."-საუბრობდა ჯინი და ჯონგუკს ფეხს უმასაჟებდა.

"აბა...ვინ წაიყვანს მას საავადმყოფოში რენტგენის გადასაღებად?"-ჯიმინი ჯონგუკის სახეს უყურებდა: იგი ძალიან ფერმკრთალი და სუსტი იყო.

"თეჰიონი და მე. შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე..."-ჰოსოკმა ჯიმინს შეხედა და ჯონგუკის მეორე ხელი აიღო.

"კ-კარგი..."-ჯიმინი ცრემლებს ებრძოდა.

"ჰიონ..."-დაიჩურჩულა ჯონგუკმა და თვალები ნელა გაახილა.

"ჯონგუკ!"-ჯიმინი ოდნავ ადგა და ხელი ჯონგუკის გულმკერდზე დადო.
ჯონგუკმა მისი ხელი აიღო და გულმკერდიდან მოიშორა. ჯიმინმა ნერწყვი გადაყლაპა და უკან დაიხია.

"ძალიან დიდი ბოდიში"-ჰოსოკი სახეზე მოეფერა ჯონგუკს.

"არა, არაუშავს, ყურადღება მქონდა გაფანტული. სხვათაშორის კარგი უკან ნახტომი იყო."-გაიცინა ჯონგუკმა, მაგრამ ცოტათი მაინც ცუდად გამოიყურებოდა.

STRAIGHTOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz