🖤2🖤

82 9 0
                                    

- არაფერი არ არის! ვიყავი იმ პიცერიაში! არავინ არ გაუგზავნიათ ამ მისამართზე! არც მათი ფორმები მოუპარავთ! იმათთანაც ვიყავი, სადაც ეს ფორმები შეკერეს! გინდა, თუ არა ზედმეტი ეგზემპლარი არ გაგვიკეთებიაო!
- კარგი დამშვიდდი თამარ.
- როგორ დავმშვიდდე მარი? პირველად ხდება როცა ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს, რაც მქონდა კი ყველაფერი გაქრა. იმდემად მძულს ის მკვლელი! - კბილებში გამოვცერი.
- კარგი მოდი დავწევთ, დაღლილი ხარ და გვიანია უკვე. - ფანჯარასთან მივედი და გზის იქით სახლისკენ გავიხედე.
- მარი?
- ჰოუ! - ამომხედა მაცივრიდან.
- აქ ვინ გადმოვიდა?
- აჰ! ვიღაც ბიჭია, არ ვიცი რა ქვია, მთელი დღეა ბარგს ალაგებს. - თავი დავუქნიე და დასაძინებლად ავედი, იმდემად დაღლილი ვიყავი, მაშინვე ჩამეძინა.
•••
სახლის კარი გამოვიხურე და მანქანასთან მივედი.
- დილამშვიდობისა დეტექტივო! - გავიგონე ხმა, მოვტრიალდი და ჩვენი ახალი მეზობელი დავინახე.
- დილამშვიდობისა? საიდან მიხვდით რომ დეტექტივი ვიყავი?
- სიარულის მანერით, გამოხედვით, იარაღით. - ხელთათმანები მოიხსნა, სარწყავი დადგა,რომლითაც ეზოში ვარდებს რწყავდა და ხელის ჩამოსართმევად ჩემსკენ წამოვიდა.
- მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, გუშინ გადმოვედი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- აჰ! გასაგებია! ჩემთვისაც! - ხელი ჩამოვართვი და ამ დროს ტელეფონზე დამირეკეს.
- ხომ კესო!
- თამარ ახალი რამ აღმოვაჩინე.
- კარგი, მოვდივარ! - კესოს ტელეფონი დავუკიდე და მეზობელს მივუბრუნდი.
- მაპატიეთ უნდა წავიდე.
- რა თქმა უნდა, სამსახური. კარგ დღეს გისურვებთ! - გავუცინე და მანქანა დავქოქე.
•••
- თითის ანაბეჭდები არსად არ არის! არც სახლში! არც გვამებზე!
- მაგრამ?
- მაგრამ კესო რის კესოა რომ რამე არ ნახოს! თმა ვიპოვე!
- ოოჰ კესო, მერე თმა რას მოგვცემს?
- რას მიშნავს რას მოგვცემს? შეგვიძლია მისი თმის ფერი გავიგოთ!
- ხო მერე?
- გავიგებთ რა შამპუნს ხმარობს.
- არ მითხრა ახლა აფთიაქებს შევამოწმებთო!
- არა კაცო! უბრალოდ თმის ფერი გვეცოდინება, ესეც ხომ გარეგნული წინსვლაა, არა? - თეჰიონს შეხედა.
- მართალია! - დაეთანხმა ისიც.
- რა არის მართალი? ორი დღეა მუშაობთ და მასზე ვერაფერი გაიგეთ! ბოლობოლო საუკეთესოები გქვიათ თქვენს საქმეში და ხომ შეიძლება ცოტა მეტი იმუშავოთ?!
- მისმინე! შენ მარტივი გგონია ამდენი რამის გაგება? მე რომ არა არაფრის აზრზე იქნებოდი ან რა ხდება! როგორ მოკლეს ისინი! შეიძლება ისიც გგონებოდა რომ ვიღაცის გამო ერთმანეთი დაჭამეს! ამიტომ სანამ რაიმეს დააბერტყებდე ცოტა პატივისცემა გამოიჩინე სხვისი საქმისადმი! - კესომ ხელთათმანები მოიხსნა და წავიდა.
- მე მოვრჩი! ვინც გინდა ის მოიყვანე და ის გაგირკვევს უკეთ ყველაფერს! მე ხომ არ ვარ არა საკმარისი?! - თქვა და კარი გაიჯახუნა.
- ბევრი მომივიდა, ხომ? - შევხედე თეჰიონს
- არაუშავს, შენც გადაღლილი ხარ. გადაუვლის.
•••
მარკეტში შევედი, კალათში კვერცხი, ძეხვი და კეტჩუბი ჩავაგდე. მარი ტურზე მიდის, ამიტომ საჭმელი არ არის სახლში. სულ კესოზე ვფიქრობდი, ასე როგორ გამოვედი წყობილებიდან, როგორ გავაბრაზე და როდის გადაუვლიდა. ამ ფიქრებდში ვიყავი, როცა მიჯახების ხმა გავიგე. წინ გავიხედე და მეზობელი დავინახე. უნდა მეთქვა გამარჯობა მეთქი, მაგრამ გამახსენდა რომ მისი სახელი არ ვიცოდი.
- გამარჯობა! - მომესალმა ის. ქერათმიანი, ჩემზე ოდნავ მაღალი, ფერმკრთალი ბიჭი იყო, დიდი ტუჩებით და ღია ფერის თვალებით.
- გამარჯობა...
- ჯიმინი! პარკ ჯიმინი მქვია!
- ხომ! დილით ისე მეჩქარებოდა სახელიც ვერ გითხარით! ლი თამარი!
- როგორც ჩანს კარგი სადილი არ გელით - მითხრა და ჩემს კალათში ჩაიხედა. შემრცხვა!
- არ გინდათ ჩემთან მოხვიდეთ და მე მოგიმზადებთ უგემრიელეს სადილს?
- მადლობთ, მირჩევნია ვიმუშავო.
- ერთხელ მაინც ხომ შეიძლება უარი თქვათ საქმეზე, არა? თან კვერცხი და ბეკონი არ დაგანაყრებთ.
•••
- ძალიან გემრიელია! მართლა! ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი მიჭამია! - ვამბობდი გამოტენილი პირით, ის კი მხოლოდ იცინოდა.
- რომელი საათია? - ვკითხე უეცრად.
- შვიდს აკლია თხუთმეტი წუთი. - ტელეფონის ძებნა დავიწყე, მაგრამ გამახსენდა, რომ სამსახურში დავტოვე.
- ტელეფონს ხომ ვერ მათხოვებთ?
- არ მაქვს! სულ ქუჩის ტელეფონით ვსარგებლობ - მისმა პასუხმა ძალიან გამაკვირვა, მაგრამ მხოლოდ თავი დავუქნიე. მაგიდის ალაგება დაიწყო ჩქარ-ჩქარა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს სადმე ეჩქარებოდა,
- ამ.. რამე პრობლემაა??
- რა? არაა...
- ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადმე გეჩქარებათ.
- არა, არსად.
- კარგი მე წავალ, დიდი მადლობა სადილისთვის - ვუთხარი და ავდექი. კარამდე მიმაცილა და გამიღო.
- ღამემშვიდობის! - ვუთხარი და წამოვედი. სახლში შევედი და ლოგინზე გადავეშვი, ვერც გავიგე, როგორ ჩამეძინა.
•••
ტელეფონის რეკვის ხმა მაღვიძებს, თავს ვწევ და ვიაზრებ რომ ტანსაცმლიანს ჩამეძინა, ტელეფონს ვიღებ და ემილის ვპასუხობ.
- ხო ემილი.
- ქალბატონო ლი, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ!
- რა მოხდა?
- ახალი მკვლელობა, ისევ ორი გოგონა, ისევ 25 წლისები! - მაშინვე წამოვფრინდი და მანქანის გასაღებს დავავლე ხელი.
- მისამართი მომწერე - ვუთხარი და მანქანა დავძარი.
•••
- ისევ იგივე სიტუაციაა, ისევ იგივენაირად არიან ისინი მოკლულნი. - მითხრა ემილიმ.
- კარგი.. არაფერი განსხვავებული, არც ხმაური არსაიდან? - მან მხოლოდ თავი დამიქნია. იგივე გზით მკვლელობა, მეზობლებსაც არაფერი ჰქონდათ გაგონილი, ისევ ორი გოგონა, ისევ ოცდახუთი წლის. ისევ ათ საათზე და ოცდაშვიდ წუთზე შემოსული ზარი და კედელზე წარწერა. მოიცა...
- კედელი... - ჩავილაპარაკე.
- რა?
- კედელი! - დავიყვირე რომ ყველას გაეგო. - კედელზე წარწერა მოძებნეთ! - ვთქვი და სახლში სირბილი დავიწყე - ბოლოს კი ისევ სარდაფში ვნახე დაწერილი ორი ასო "რ" და "გ".
- ისევ თეჰიონს დაურეკეთ, კესოსაც სასწრაფოდ, კამერები შეამოწმეთ, მათ მშობლებს დაეკონტაქტეთ, სასწრაფოდ! - უკვე მოთმინება დაკარგულმა დავიყვირე.
•••
უკვე მეორე მკვლელობა, ისევ იგივე გზებით და მე ჯერ კიდევ არაფერი მქონდა, არც კამერებში იყო არაფერი, არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ არაფერი, არანაირი ხელჩასაჭიდი, არანაირი სამხილი, ის ვიღაც, ვინც მათ კლავდა, ძალიან ჭკვიანად მოქმედებდა. კაბინეტში ვიჯექი, როცა კარზე დააკაკუნეს.
- შემოდით! - გავძახე, ისე რომ საბუთებიდან თავი არ ამომიყვია.
- ვიფიქრე ყავა დაგჭირდებოდა - გავიგე კესოს ხმა და სასწრაფოდ ავიხედე.
- ბოდიში იმ დღეს ბევრი მომივიდა - აქეთ მიხდიდა ბოდიშს
- არა მე..
- არ დაიწყო ეხლა უწუპუწუ რააა თუ ღმერთი გწამს, გამომართვი ყავა, დალიე და წაეთერი სახლში ადამიანს აღარ გავხარ - მომაყარა და კარი გაიხურა. მასზე ჩამეცინა, ყავა მოვსვი და ისევ ფოტოებს დავუწყე ცქერა. კამერის ჩანაწერები ჩავრთე, ერთი და იგივე ვიდეოს ათჯერ მაინც ვუყურე, მაგრამ მკვლელის სახე მაინც ვერ დავინახე, ვერც თმა, ისე ეცვა. მაგრამ სამაგიეროდ სხვა რამის გარკვევა შევძელი. კაბინეტის კარი გავაღე და დერეფანში გავედი.
- ჯონგუკ! კესოს დაუძახე და ორივე ჩემთან კაბინეტში შემოდით!
- რა ხდება? - მკითხა კესომ.
- მკვლელის სიმაღლე მინდა დამიდგინით. აი ამ ჩანაწერებიდან. ჯონგუკ იმ წამზე გააჩერე სადაც კესო გეტყვის და კესო შენ კიდევ რომელ მომენტშიც მოგიხერხდება დააკვირდი და გაიგე მისი სიმაღლე, რომ მორჩებით დამიძახეთ, მე მანამდე მათ მშობლებთან გავალ.
ორივემ თავი დამიქნია, გარეთ გამოვედი. გოგონების ოჯახის წევრების ძებნა დავიწყე. იმ ოთახში შევიხედე გარედან სადაც ისინი იყვნენ. ვხედავდი მათ ტირილისგან დაღლილ და უიმედო სახეებს, როგორ უყურენდნენ იატაკს. ამ სანახაობაზე გული მომიკვდა, ამიტომ გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერზე. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. შემოდგომის დასაწყისი იყო და უკვე ციოდა. პირველი მკვლელლობა ორშაბათს მოხდა, ვერ ვიტან ამ დღეს! ზოგადად ორშაბათს! ან საერთოდ ვის უნდა უყვარდეს ეს დღე! დღეს უკვე ოთხშბაათია! ჯერ კი არაფერი მაქვს! ასეთ მდგომარრობაში არასდროს ვყოფილვარ, არასდროს გაუმარჯვია ვინმეს ჩემზე და არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ეს უცნობი მკვლელი ამას ცდილობდა და საწადლამდე სულ ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი.
- გარეთ გაიყინებით! - მომესმა ხმა, გავიხედე და ემილი დავინახე.
- კესომ და ჯონგუკმა მკვლელის სიმაღლე გაარკვიეს. - მას თავი დავუქნიე და შიგნით შევედი.
- მოკლედ, მკვლელი დაახლოებით შენს სიმაღლეა, მისი ჩრდილს და ბოძებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, მაგრამ შენზე ოდნავ მაღალია. - მითხრა კესომ.
- კარგი! ახლა..
- ახლა სახლში წახვალ და დაისვენებ!
- რა? არა!
- კი!
- არა!
- კიიი!!!
- არა კესო!
- კი თამარ! დასვენება გჭირდება! სამდღიანი შვებულება აგიღე, გამომართვი ეს და ბედნიერ დასვენებას გისურვებ! - მითხრა და ფურცელი მომაჩეჩა.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now