„ნაბიჭვარი!" ყვირის ლუი და თვალები გუგებიდან უცვივდება, როცა თავის ანარეკლს უყურებს სარკეში ჰარის ვიზიტის შემდეგ მეორე დილას. „ჯანდაბა." სისინებს და კისერზე დატოვებულ იასამნისფერ იარებს ხელს უსვამს. ისე ჩანს, თითქოს ვინმემ მასზე იძალადა, სცემა და განსაკუთრებული ზიანი კისერზე მიაყენა.
ლუი ღმუის, როცა კარადისკენ მიდის და უჯრებისკენ იხრება, რომ რამე მოძრებნოს.
წყეული ჰარი. ნაბიჭვარი. წყეული ნაბიჭვარი! მონსტრი. უხეში. და ბოროტი. ის ბოროტი მონსტრია, რომელიც ლუის აბაზანაში შევიდა და ლუიზე შური იძია იმ გაურკვეველი მიზეზის გამო, რომლის გამოც იყო გაბრაზებული წინა კვირას. ლუი კიდევ ვერ იჯერებს, რომ მისი სპერმა გადაყლაპა.
ნაბიჭვარი.
ბოლოს პოულობს, რასაც ეძებს, ხელში იჭერს და სარკის წინ დგება. არც კი იცის, ეს როლინგი რატომ აქვს. თავს აქნევს და იცვამს. ვარჯიშზე ჰარის მოკლავს.
**
„იდიოტურად რატომ გამოიყურები?"
ლუი სწრაფად ბრუნდება მთელი ტანით და ბიბლიოთეკაში ნაილის გვერდით ჯდება. „რა?" სისინებს. „ეს როლინგია. არასდროს გინახავს?"
„კი...უბრალოდ შენზე არა." და ლუის ათვაოლიერებს.
„უბრალოდ მცივა, კარგი?"
„ეგრეც არ ცივა."
ლუი უყურებს და ანიშნებს, რომ გაჩუმდეს. ნაილმა ხომ არ იცის, რომ ლუის თავადაც არ უნდოდა ამის ჩაცმა. ჰარის სულელური ზასოსების გამოა ეს ყველაფერი. მათ მალავს. ლუის ბრალი არაა. არც კი იცის, გუშინ რატომ მივიდა მასთან ჰარი. ძალიან, ძალიან უცნაური ჩანდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჰარიმ ლუის სპერმა ალოკა ლუის მუცლიდან, კიდევ უფრო უცნაური იყო. თუმცა ახლა რაც ადარდება, მხოლოდ ის იყო, თუ როგორ უნდა დაესაჯა ჰარი.
„შეწყვიტე ჩემი ყურება." ეუბნება ლუი, როცა ხედავს, როგორ აკვირდება ნაილი.

YOU ARE READING
Unbelievers (ურწმუნონი)
Fanfictionლუის სკოლის ბოლო წელია და ცდილობს, ყველაფერი სწორად გააკეთოს. ამასთანავე, მას აქვს რამდენიმე წყვილი ბუცები, ჯანსაღი დოზით სარკაზმი და უცნაური საუკეთესო მეგობარი. რთული ოჯახი, საშინლად უგარანტიო მომავალი და მოსისხლე მტერი ცხოვრებას კიდევ უფრო ურთულებ...