ჯონგუკი და ლისა თავიანთ აპარტამენტში მივიდნენ. ჯონგუკს ისევ, ჰქონდა პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით, მაგრამ არ უნდოდა ლისა ენერვიულებინა იმაზე მეტად ვიდრე ახლა ნერვიულობს.
იგი საწოლზე დაწვა და ჯიმინზე დაიწყო ფიქრი. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ იგი ჰყავდეს თავის ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ჩანს ჯიმინს სძულს ის. ჯიმინი აგრძელებს მის გულისტკენას, მას შემდეგაც კი რაც ჯონგუკმა უთხრა რომ უყვარს. მაგრამ მას ესმის მისი გრძნობების. მას ალბათ ძალიან ეტკინა როცა დაინახა როგორ ჩაეხუტა ლისა. თუ პატარა ჩახუტება ასეთი მტკივნეულია მოსთვის, მაშინ ის ტკივილი რომელიც ჯონგუკმა იგრძნო როდესაც ის შიშველი დაინახა თემინის მკლავებში, რაღაც წარმოუდგენელია.
ლისა თეფშით ხელში შემოვიდა ოთახში.
"ჭამე"-თბილად უთხრა მან და მის გვერდით დაჯდა. კოვზით საჭმელი აიღო და აჭამა.
ჯონგუკმა მას შეხედა. იგი ძალიან კარგია, არ შეუძლია მისთვის ამის გაკეთება.
"ლისა..."-დაიჩურჩულა მან.
"გუკ..."-თბილად გაუღიმა ლისამ.
"ეს უსამართლობაა შენთვის. შენ გეტკინება."-სახეზე მოეფერა მას და შუბლი მის შუბლს მიადო.
"ვიცი."-უპასუხა ლისამ და თვალები დახუჭა. მან იცოდა რომ ისინი ძალიან დაშორდნენ ერთმანეთს. მან ის დიდი ხნის წინ დაკარგა.
"მაშინ რატომ ხარ აქ?"-ჯონგუკმა თვალები დახუჭა და რამდენიმე ცრემლი დაეცა ლისას ხელებზე.
"იმიტომრომ შენ ვინმე გჭირდება და მე შენ მიყვარხარ. მინდა რომ აქ ვიყო იქამდე სანამ კარგად არ იგრძნობ თავს. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ჯონგუკ. შენ უბრალოდ ვიღაც შეყვარებული არ ხარ."-ლისამ ცრემლები მოწმინდა მას და მისთვის შეახედინა.
"ბოდისი ლისა. მე ვცდილობ, მაგრამ..."-ტიროდა ჯონგუკი.
"ვიცი. შენი მცდელობა ყველაფერს ნიშნავს."-ლისა მჭიდროდ ჩაეხუტა მას. მან იცოდა რომ აღარაფერი აღარ გამოსწორდებოდა, მაგრამ არ უნდოდა ამის დაჯერება.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️