მზის სხივები საძინებელში გზას იკვლევენ და საბოლოოდ კასანდრას საწოლს ეცემიან.
გრძელი მაისური ბარძაყებს სცდება და მალავს star war-ის პიჯამოს შორტს.
_______________________
ყურადგებას ვაქცევ ჩემს წინ გადაშლილ ხედს და ვუყურებ როგორ ჩქარობს ხალხი და გაუაზრებლად ეჯახება ერთმანეთს. ფიქრებიდან გამოვედი როდესაც კარების გაღების ხმა მესმა. სწრაფი რეფლექსები მაიძულებს ლეიბის აწევას და იარაღის გამოღებას, და ვუმიზნებ კარის მიმართულებით.
- ჰეი, ჰეი,ჰეი! -მამაჩემი ხტება და ჩაის ფინჯანს ძირს აგდებს რის შედეგადაც ის ტყდება.
- მამა ძალიან ვწუხვარ! ვეუბნები და იარაღს სწრაფად ვინახავ ლეიბის ქვეშ. მამას მივუახლოვდი და არეულობის მილაგებაში მივეხმარე.
-ფრთხილად!მხოლოდ წინდები გაცვია და ნამდვილად არ მინდა ჩაის და სისხლის აწმენდა. მითხრა და სამზარეულოს ბარისკენ გაიქცა. მეც არეულობას მოხერხხებულად გადავახტი და სამზარეულოში სტივის გვერდით დავიკავე ადგილი.
-''ბავშვები მარტივნი არიან"იძახიან ისინი, დიახ მანამ სანამ იარაღს არ დაგიმიზნებენ! წუწუნებს მამა და ამავდროულად ხელში ქაღალდის პირსახოცს იკრებს.
-მან იარაღი დაგიმიზნა? სტივმა ჩაიცინა და შემომხედა
- დიახ და ეს შენი ბრალია იმის მერე რაც გადაწყვიტე რომ გესწავლებინა მისთვის ეს- ჰეი! ახალგაზრდა ქალბატონო მემგონი გაგაფრთხილე შენს ოთახში დარჩენილიყავი.
წარბი ავუწიე და შევეკითხე - შენი შვილისგან ნაკლებს ელი?
სტივმა თავი დამიქნია და ჩაიცინა , მამამ კი თვალები აატრიალა.
- შეუძლია ვინმეს ამიხსნას თუ რატომ არის ყავისფერი გუბე და მის გარშემო გატეხილი ჭიქის ნაწილები კესის ოთახის გარეთ? დერეფნიდან ნატის ყვირილი გვესმის.
-ტონის ბრალია! სწრაფად ვანიშნებ თითს მამაჩემისკენ.
- იცი რა , შენი თექვსმეტი წლის მოვლის შემდეგაც ვხვდები , რომ შენ მხოლოდ ხუთი წლის ხარ!