თავი 5

1K 66 59
                                    

წვეულება უკვე დაწყებულია, როცა ლუი და ნაილი მიდიან. ათი საათია. აქამდე ნაილთან იყვნენ სადილად. ახალი წლის საღამოს ლუის ოჯახი ნაილთან მიდის ხოლმე, მაგრამ წელს მაგიდა ზედმეტად ცარიელი ჩანდა და ლუიმ მეტს ვეღარ გაუძლო.

ეს წვეულება სადაც ახლა არიან, რამდენიმე კვარტლის მოშორებითაა და ამიტომ ფეხით მოვიდნენ. ჯინს წრუპავენ, რომ როგორმე ტემპს ფეხი აუწყონ. მშობლებთან ერთად დალევა არ უნდოდათ, მაგრამ აქ როგორც კი ფეხი შემოდგეს, სხვა რამეზე არც უფიქრიათ.

წვეულების მასპინძელი გოგო სახელად კელია. ერთ-ერთი ჩიარლიდერი და ლუი მას საკმაოდ კარგად იცნობს. მას გიგანტური სახლი აქვს და ამის გამო ყველა ივენთი აქ ტარდება. ლუიმ იცის, რომ ჰარიც აქ უნდა იყოს, მაგრამ ამაზე ფიქრი არ უნდა. რაც არდადეგები დაიწყო, ცდილობდა მასზე არ ეფიქრა და ასე თუ ისე, კარგად გამოსდიოდა.

ლუი და ჰარი თითქმის არასდროს ესწრებიან ერთსა და იმავე წვეულებებს, რადგან საერთო ხალხთან არ არიან ახლოს. ერთადერთი მაშინ, თუ ფეხბურთის გუნდი იკრიბება და ისიც მხოლოდ რამდენიმე კათხა ლუდისთვის ერთი საათით, შემდეგ კი იშლებიან. ალბათ ლუისა და ჰარის ბრალია, რომ გუნდი შეკრული არაა. ლუი ამ ბოლო დროს წვეულებების ხასიათზე არ იყო, წინა სემესტრში მხოლოდ რამდენიმეზე წავიდა და არ იცის, ჰარის ისევ იგივე მეგობრები ჰყავს თუ ახლებიც გაიჩინა. მაგრამ ამაღამ ლუი მზადაა, რომ არაფერზე იფიქროს.

ის და ნაილი მეგობრებს ესალმებიან და სავსე სახლში შედიან. სამზარეულო გადატენილია, სამაგიეროდ მაგიდასთან არ დგას არავინ, სადაც ალკოჰოლი დევს. ნაილი მაშინვე არყის ბოთლს იღებს და ჭიქებსაც პოულობს. შემდეგ კი ასხამს.

„ახალ წელს გილოცავ, ლუ." იღიმის და ჭიქას სწევს. ლუიც უღიმის და სვამს. რაღაც რუსულია და ძალიან ჩასწვათ. შემდეგ ერთმანეთს უყურებენ.

„კიდევ?"

„კიდევ." ეთანხმება ლუი.

ბოლოს, კიდევ ორი ჭიქის შემდეგ ისევ სასტუმრო ოთახში ბრუნდებიან და ლუი სტენს და ოლის ხედავს დივანზე. ისინი ეწევიან და ლუი ცდილობს, მათ მიუახლოვდეს და ხმამაღალ ლაპარაკში აჰყვეს. მუსიკა ძალიან ხმამაღლაა ჩართული, ავეჯი კედლებთანაა მიდგმული, რომ ცეკვისთვის გამოთავისუფლდეს ადგილი და ლუი რამდენიმე მოცეკვავე წყვილსაც ხედავს. დარწმუნებულია, რომ ნაილიც მათსავით მოიქცევა.

Unbelievers  (ურწმუნონი)Where stories live. Discover now