24

553 61 10
                                    


ლისამ სარეპეტიციო ოთახში შეირბინა. მას სირბილისგან სუნთქვა უჭირდა.

"ბოდიშით გოგონებო."-თქვა და სუნთქვის დარეგულირება სცადა.

"რატო დაიგვიანე ასე ძალიან?"-ჯისუ ჩაეხუტა მას.

"გასულ ღამით საავადმყოფოში ვიყავი, იმიტომრომ--"

"საავადმყოფოში? რატომ იყავი იქ? არ მითხრა რომ ფეხმძიმედ ხარ."-წამოიყვირა ჯენიმ და ლისასთან მიირბინა. როზემ თავი ასწია იმის გაგონებაზე, რომ ლისა საავადმყოფოში იყო. ავად იყო? რამე სერიოზული მოხდა? მან მორცხვად შეხედა მათ.

"ონი, კარგად ვარ და არა ფეხმძიმედ არ ვარ. ჯონგუკი იყო ცუდად. მან გულმკერდში მიიღო დარტყმა როცა ჰოსოკი უკან ნახტომს აკეთებდა. მაგრამ ახლა კარგად არის. ჩალურჯება აქვს მკერდზე და ცოტათი ტკივილები."-გაიღიმა ლისამ და ჯენის ჩაეხუტა.

"ო ღმერთო. უთხარი რომ თავს გაუფრთხილდეს."

"კარგით, ვირეპეტიციოდ."-თქვა როზემ ცივად.

ლისას ღიმილი გაუქრა. იგი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ახლა არ ყავს თავის საუკეთესო მეგობარი გვერდით, რომ ეს გაუზიაროს. თვითონ გააფუჭა ყველაფერი.

ჯენიმ და ჯისუმ შენიშნეს როგორ აჩვენებდა ლისა თავს თითქოს კარგად იყო, მაგრამ მათ დაინახეს ტკივილი მის თვალებში, ის რაღაცას მალავდა. მაგრამ მათ იცოდნენ მისი პრობლემები ასე ძლიერად რატო მოქმედებდა მასზე. მას როზე არ ჰყავდა გვერდით.

ბლექფინქმა ცოტახნით შეისვენა და ჯგუფის უფროსი წევრები წვენის მოსატანად წავიდნენ, ლისა და როზე კი მარტო დატოვეს.

"როზე..."-ლისას თვალები აუცრემლიანდა და მის წინ დაჯდა.

"არა"-როზემ ადგომა სცადა.

"ჩე...გთხოვ."-ლისამ მისი ხელები დაიჭირა.

"უბრალოდ შეწყვიტე."-როზემ ხელები გაინთავისუფლა და გარეთ გაიქცა. იგი კედელს მიეყუდა და ღრმად ჩაისუნთქა. მას უნდა ლისას პატიება, მას ისევ უყვარს იგი, მაგრამ უნდა რომ ლისამ გააცნობიეროს თავის დანაშაული. მან შიგნით შეიხედა და დაინახა ლისა რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ტიროდა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now