25

698 59 17
                                    

--გახსენება (Flashback) --

იუნგი მთელი დღე დაქანცულად გრძნობდა თავს ჯიმინის საშინელი საქციელების შემხედვარე. ჯონგუკი კი ნაწილებად იშლება. ასევე იგი ამჩნევს რომ თეჰიონი და ჰოსოკი რაღაცის დამალვას ძლიერად ცდილობენ, და ეს ყველაფერი მას ანერვიულებს-უნდა რომ იცოდეს რა ხდება.

მან იცის რომ ასე გულხელდაკრეფილი ყოფნა სიტუაციას უფრო გაამწვავებს და რაღაც პატარა, უაზრო მიზეზებს ამის საშუალებას არ მისცემს.
მას ვინმესთან საუბარი სჭირდება და მან კარგად იცის ვინ არის ის ორი წევრი ვინებიც იგივენაირად ფიქრობენ.

იუნგიმ ჯინის და ნამჯუნის კარებზე დააკაკუნა.

"ჰიონ? ჯუნ? გღვიძავთ?"

"შემოდი ჰიონ."-ნამჯუნმა გაუღიმა როდესაც კარები გააღო.

"დაჯექი. რა ხდება?"-ჰკითხა მან და მის გვერდით დაჯდა.

"მე...მხოლოდ მე ვამჩნევ რომ ჯიმინსა და ჯონგუკს შორის რაღაც ცუდი ხდება? და რომ ჰობი და თე რაღაცას მალავენ?"-იუნგიმ ღრმად ამოისუნთქვა. მან არ იცოდა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაწილი იყო თუ არა.

ნამჯუნმა ჯინს შეხედა, რომელიც ადგა, სკამი მოიტანა და იუნგის წინ დაჯდა.

"ვიცი. ჩვენც ვამჩნევთ ამას, მაგრამ არ ვიცი რა სჭირთ მათ. ამაზე ვფიქრობდი გასული რამდენიმე დღე და ღამე, მაგრამ არაფერი მომაგონდა. ნამჯუნი ფიქრობს, რომ თეჰიონის და ჰობის შემთხვევაში უბრალოდ შეყვარებულების პატარა კამათი ან რამე გაუგებრობა იქნება და ჯონგუკი ლისას ეჩხუბა ალბათ. მაგრამ მე--"

"ჰიონ, გაჩერდი. გითხარი რომ ყველაფერი კარგად არის ჯონგუკსა და ჯიმინს შორის."-ნამჯუნი გაბრაზებული იყო. ის ეთანხმება იუნგის და ჯინის იდეას, მაგრამ მას არაფერი აგონდება ისეთი რაც მათ შორის უხერხულობას ან დაძაბულობას გამოიწვევდა.

"ჯუნ, მე მართლა ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი ხდება. შენ ვერ ამჩნევ? ყველაფერი ფაქტიურად ნადგურდება და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ."-იუნგიმ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაიხედა.
ნამჯუნმა ამოისუნთქვა. რადგანაც ორივე მისი ჰიონი ასე ფიქრობს, ესეიგინ ამისთვის მიზეზი მართლაც არსებობს. უნდა ენდოს იგი მათ.

STRAIGHTWhere stories live. Discover now