გარეთ საშინლად წვიმდა.
კარზე ზარია. რის გამოც ჯონკუკს ეღვიძება. თავი უსკდება რადგან წინა დღეს ბევრი დალია. ზარის ხმა არ წყდება.
- მოვდივარ - დაიძახა ჯონკუკმა ხმამაღლა და კარი ისე გააღო რომ არც უკითხავს ვინ იყო.
კარში თეჰიონი დახვდა.ყველას ელოდა მაგრამ თეჰიონს არა.
- თე..ჰიონ აქ რა..ს აკეთ..ებ?
თეჰიონი ჯონკუკს გაშტერებული უყურებდა ჯონკუკს ხომ მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა.
- თეჰიონ?
ჯონკუკის სიტყვებზე თეჰიონი გამოფხიზლდა
- რა?
- აქ რა გინდა?
- შენ ნამჯუნს უთხარი რომ საერთო საცხოვრებელში არ დაბრუნდებოდი რამოდენიმე დღით, მოვედი რომ დაგელაპარაკო
- ვერ ვხვდები რაზე საუბრობ?
- მე კიდე დარწმუნებული ვარ რომ ხვდები.არ შემომიშვებ?
- ააა ხო მოდი
- შეგიძლია ჩაიცვა
- რატომ?
- რადგან როცა გიყურებ ჩემს სათქმელს თავში ვერ ვალაგებ
ჯონკუკს გაეღიმა
- კარგი ახლავე მოვალ
ჯონკუკი ოთახში ავიდა პირველივე მაიკა ჩაიცვა რაც ხელში მოხვდა და შემდეგ ისევ მისაღებში დაბრუნდა
- თეჰიონ
- ჯონკუკ
წამიერი სიჩუმე იყო ისინი უბრალოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.
სიჩუმე ჯონკუკმა დაარღვია
- რამეს დალევ?
- არა მადლობა.
ჯონკუკი სავარძელში ჩაჯდა
- ლამაზი სახლია?
- მადლობა
- შეიძლება ვილაპარაკოთ?
- გააჩნია რაზე
- ხომ გითხარი რაზეც
- კონკრეტულად?
- ჯონკუკ თავს ნუ იშტერებ
თეჰიონი სავარძლიდან ადგა და ჯონკუკის წინ დაიწყო სიარული
- მინდა ამიხსნა, ის სიტყვები რაც მითხარი, რას ნიშნავდა
- თეჰიონ მე ბევრი მომივიდა ამდენი არ უნდა დამელია.
- ეს პასუხი არაა, ის სიტყვები რაც მითხარი მართალია? მართლა გიყვარვარ?
- მე...მე
ჯონკუკმა თეჰიონს მზერა აარიდა
- თვალებში მიყურე
თეჰიონი ჯონკუკის წინ
ჩაიმუხლა და ხელები მუხლებზე დაადო.
ჯონკუკი მას არ უყურებდა. მისთვის რომ შეეხედა გატყდებოდა- ჯონკუკ შემომხედე
თეჰიომა ჯონკუკს ხელები სახეზე მოკიდა და შემოატრიალა. ხედავდა ჯონკუკის აცრემლიანებულ თვალებს
- ქუქი
- თე გთხოვ მაპატიე. მე საშინელი და იდიოტი ვარ
- ეგრე შენს თავზე ნუ ამბობ
- მე ვერ შევძელი დაიგნორება იმ გრძნობების რაც შენს მიამრთ გამიჩნდა
- ჯონკუკ
- მაპატიე თე არ მინდა დაგკარგო, გთხოვ არ მინდა ჩემი დაუდევრობის გამო ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტო. ამდენი არ უნდა დამელია. შენთვის არაფერი უნდა მეთქვა
ჯონკუკი გატყდა და ცრემლები ვეღარ შეიკავა. მისი ლოყები ცრემლებით სველდებოდა
- ჯონკუკ
თეჰიონმა ჯონკუკს სახეზე ხელები მოკიდა და ცრემლები მოაშორა. ჯონკუკმა სახე ისევ გვერძე გაწია.მაგარმ თეჰიონმა ხელებით ისევ მოაბრუნა და აკოცა. ჯონკუკი აყვა მაგრამ მალევე შეწყვიტა კოცნა და თეჰიონი ოდნავ წინ გაწია
- თეჰიონ რას აკეთებ?