დილას პირველს ჯონკუკს გაეღვიძა. ცოტახანს უყურა მძინარე თეჰიონს, მერე თმებზე ეთამაშა, აკოცა და ლოგინიდან ადგა. იბანავა ,მოწესრიგდა და საცვლის ამარა სამზარეულოში ჩავიდა , საუზმის მოსამზადებლად. ეღიმებოდა, უბედნიერესი იყო რადგან ეს ყველაფერი არ იყო მისი ილუზია, არამედ რეალობა გახლდათ .მაცივრიდან ინგრედიენტები გამოიღო და დაიწყო საუზმის კეთება.
თეჰიონის პოვ
მეღვიძება, გვერძე ვბრუნდები რომ ჯონკუკს ჩავეხუტო მაგრამ
მის ადგილას სიცარიელე მხვდება. თვალების გახელა არ მინდა ამიტომ ლოგინში აქეთ იქით ვიქნევ ხელებს მაგრამ როცა ვხვდები რომ ლოგინში სრულიად მარტო ვარ თვალებს ვახელ.
- ჯონკუკ?
არანაირი პასუხი. ფეხზე ვდგები და აბაზანაში გავდივარ თავს ვიწესრიგებ კბილებს ჯონკუკის ჯაგრისით ვიხეხავ და მისი კარადიდან მის ტანსაცმელს ვიღებ. ოთახიდან გამოვედი და მესმის ჯონკუკის ღიღინი, ხმა სამზარეულოდან მოდიოდა. შიგნით ჩუმად შევედი და იქვე ბართან ჩამოვჯექი. ჯონკუკი ძალიან სექსუალური იყო ამ მომენტში. ღიმილით ვუყურებდი მის ფუსფუსს და ვუსმენდი მისს ღიღინს. ცოტახანში ჯონკუკი მობრუნდა და დამინახა
- თეჰიონ?
- ......
- თეჰიონ?
ჯონკუკმა ხელები თვალწინ ამიფრიალა და მეც გამოვფხიზლდი
- რა?
- რას გაშტერდი?
- ჩემი ბრალი არაა, შენ დგახარ და საცვლის ამარა დატანტალებ.
ჯონკუკს გაეცინა, თეჰიონი ოდნავ წამოწითლდა .ჯონკუკი მისკენ მიიწია და წელზე ხელები მოხვია .ახლოს მიიზიდა და აკოცა. თეჰიონი კოცნაში აყვა. ჯონკუკმა ის ბარზე შემოსვა
- როგორ ხარ?
- რა?
- გუშინდელის მერე რამე გტკივა?
- არა კარგად ვარ
ჯონკუკმა ისევ აკოცა
- ჯონკუკ თუ ჩემს კოცნას გააგრძელებ საუზმე დაგეწვება მე კიდე მშიაჯონკუკი მოშორდა თეჰიონს.
- ხოდა აღარ გაკოცებ
- შენ რა გაიბუტე?ჯონკუკი გასქურას მიუბრუნდა სადაც ფანქეიქებს ამზადებდა. თეჰიონი მას უკნიდან ჩაეხუტა და კისერში აკოცა.
- საუზმე მზადაა
ჯონკუკი თეჰიონისკენ მიტრიალდა. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან რომ ერთმანეთს ცხვირებით ეხებოდნენ.
- თე მოდი ვჭამოთ
- კარგი
თეჰიონმა აკოცა შემდეგ კი მაგიდას მიუჯდა. ჯონკუკმა ფანქეიქებზე შოკოლადი მოასხა და ხილი დააწყო ისე როგორც თეჰიონს უყვარდა
- აი მიირთვი
- მადლობა
ორივე ჩუმად ჭამდა. შემდეგ კი თეჰიონმა წამოიწყო საუბარი
- ჯონკუკ
- გისმენ
- დღეს ხომ წამოხვალ საერთო საცხოვრებელში
- კი ალბათ წამოვალ
- ალბათ?
- ხომ გითხარი ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთთქო
ორივემ ჭამა დაასრულა.
- ჭურჭლს მე გავრეცხავ
- იყოს თე მე ვიზამ
- არა იყოს არ მეზარება