თავი ოცდამეექვსე

393 30 11
                                    

ვახშამი მშვიდად მიმდინარეობდა,ყველა სადღეგრძელოს იძახდა და ძველ ამბებს იხსენებდნენ. მხოლოდ ერთი ადამიანი არის ჩუმად და ისიც ჩემს მოპირდაპირედ ზის.ჩემი მზერა რამოდენიმეჯერ დაიჭირა, თუმცა მალევე ამარიდა თვალი.
-ცოტახანი გავალ.- ჩუმად უთხრა ჰენრის და წამოდგა. ნახევრად ცარიელ სუფრასთან ორი ყველაზე ნაცნობი პიროვნება დავრჩით.
-როგორ ხარ,ძმაო?
-კარგად,ჰარი. ისე,გამაკვირვე,არ გელოდი აქ.
-ეს რომ გცოდნოდა მას არ მოიყვანდი,არა?
-ასეა. უშენოდაც კარგად გრძნობს თავს,არ სჭირდება უაზრო თავგზის არევა.- მასზე გამეცინა და სასმლის ბოლო ყლუპი მოვსვი.წამოვდექი, სამზარეულოში გავედი დედასთან დალაპარაკება მინდოდა.
-ესეიგი,შენ ისევ ჩემი ვაჟის ჭერქვეშ ცხოვრობ,ობოლო ბავშვო?- უეცრად მეორე ოთახიდან ვიღაცის ხმამაღალი ხმა მომესმა.
-მამა..- ამოვიოხრე. სწრაფი ნაბიჯებით გავედი.
-მას შეეშვი!- გაღიზიანებულმა დავიძახე,ისე რომ აღარ დავაცადე რაიმე ეთქვა.
-ჰარი,შენ რაღა გინდა.
-ელისაბეტისგან თავი შორს დაიჭირე,არ გაქვს უფლება ასე ესაუბრო,მადლობელი უნდა იყო,ის ან მე აქ რომ ვართ, რადგანაც არც ერთს მოგვწონს აქ ჯდომა და შენი სამეგობროს ღლიცინი.
-რა ხდება აქ?- უეცრად ჰენრი შემოვიდა.- ელისაბეტ?
-არაფერი.- ოდნავ დახარა თავი.
-დედას თხოვნით ცოტახანს კიდევ გავჩერდებით, შემდეგ კი წავალთ.- უთხრა მამას და ჯუნთან ერთად შევიდა დიდ მისაღებ ოთახში.
-მას ნორმალურად მოებყარი, როდესაც შეხვდები ხოლმე,შენი მისდამი აგდებულად საუბარი და მანერები მეც მაღიზიანებს.
-შენც ჰენრისნაირი გახდი? ვიღაც ამაზრზენი სმიტების ქალიშვილს იცავ.
-მეორედ აღარ გავიმეორებ იმას,რაც წეღან ვთქვი.-ღრენით ვუთხარი და მისგან წამოვედი.
-მალე წავალთ, კარგი?- უთხრა ჰენრიმ,რომელიც მოწყენილი იჯდა თავის სკამზე და ჩანგლით სალათს აწვალებდა.
-ყველაფერი რიგზეა?
-ჰო.- მოკლედ მიპასუხა,აეც შემოუხედავს ისე.

მთელი ნახევარი საათი ჯუნისთვის მზერა არ მომიშორებია,შიგნიდან მჭამს ის გრძნობა, რომ ძალიან მენატრება, ვუყურებ, მაგრამ ეს მაინც მაწუხებს.
-ჩვენი წასვლის დროა.- ჰენრიმ ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა ელისაბეტთან ერთად.
-მადლობა,შვილო, რომ მოხვედი. ძალიან გამახარე.- მამაც წამოდგა და გასაცილებლად გაჰყვა. ბოლო ჭიქა გადავკარი და მეც წამოვდექი.
-წამოდი,ელისაბეტ.- როდესაც გარეთ უნდა გასულიყო ისიც,სწრაფად მივედი და მკლავში წავწვდი.
-მოიცადე,პატარავ.- დავუძახე და მოტრიალებისას მონატრებულ ტუჩებზე დავეწაფე. ვიგრძენი,როგორ შეკრთა და ამოიგმინა.
-მიყვარხარ,პატარავ.- გამოწევისას ამოვილაპარაკე და ზემოდან დავხედე.
-ჰარი,რას აკეთებ.- დედამ გაოგნებულმა დაიძახა,როცა მათ გავხედე ყველა გაოგნებული მიყურებდა.
-რა მოხდა?- ვკითხე,თუმცა ხმა არც ერთს ამოუღია.
-ჩემთან წამოხვალ?- დაბნეული მიყურებდა ჯუნი, შემდეგ წამით ჰენრისკენ გაიხედა.
-არა..- ამოილაპარაკა.- არ შემიძლია,მაპატიე.- ჩემგან ოდნავ გაიწია და მასთან მივიდა. მისმა სიტყვებმა ცოტა გამაბრაზა,როდიდან უსმენს სხვებს.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora