3

163 15 4
                                    

თეჰიონი ცოტახანს მძინარე ჯონკუკს უყურებდა შემდეგ თმებზე ეთამაშა, თან ნამჯუნის სიტყვებზე ფიქრობდა. მერე მიხვდა რომ ჯონკუკი უნდა გაეღვიძებინა რადგან ნამჯუნის თქმით საღამოს საერთო საცხოვრებელში უნდა ყოფილიყვნენ
- ჯონკუკ
თეჰიონმა კისერში კოცნა დაუწყო
- ჯონკუკ
- მჰჰ
დაიბუზღუნა ჯონკუკმა
- ქუქი უნდა გაიღვიძო
- ცოტახანი რა გთხოვ
ნამძინარევი ბოხი ხმით თქვა ჯონკუკმა
- ჩემი ნება რომ იყოს არ გაგაღვიძებდი მაგრამ ნამჯუნმა დარეკა ამიტომ უნდა წავიდეთ
- რა ხდება?
- არ ვიცი უცნაურად მელაპარაკა
- რას გულისხმობ?
ჯონკუკი ლოგინზე წამოჯდა
- მითხრა შენ და ჯონკუკი სად დაიკარგეთ ორივეს გირეკავთ და არ მპასუხობთო. მე ვუთხარი რომ მეგობართან ვიყავი და არა შენთან და იცი რა მითხრა?
- რა?
- კი დავიჯერეო
- მერე?
- რა მერე ვერ ხვდები?
- მოიცა მოიცა ანუ? ეს რას ნიშნავს?
- სწორედ ეგ მაინტერესებს მეც - თეჰიონი საწოლზე ჯონკუკის წინ დაჯდა და წამომჯდარ ჯონკუკს კალთაში ჩაუჯდა
- არ მინდა წასვლა მინდა რომ აქ ვიყო შენთან ერთად
- ჯონკუკ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი აქ მაგრამ ნამჯუნმა თქვა მოდითო და რო არ მივიდეთ არცერთი რამეს იეჭვებს.
- მართალია ამიტომ მარტო შენ უნდა მიხვიდე
- რა? რატო?
- თეჰიონ შენ მზად არ ხარ. არ ვიცით როგორ შეხვდებიან ჩვენს ამბავს ჰიონები, შენ თუ მარტო მიხვალ იფიქრებენ რომ ჩემთან მართლა არ ყოფილხარ
- ხო მაგრამ მე შენთან ერთად მინდა
- თეჰიონ წარმოიდგინე რა მოხდება ჰიონებმა რომ ვერ გაგვიგონ. მათ დაკარგვას გადაიტან?
- ვერა
- მაინც მზად ხარ იმისთვის რომ გარისკო?
- არა მე მეშინია, მაგრამ რა ვუყო იმ გრძნობას რასაც ეხლა ვგრძნობ?
- და რას გრძნობ?
- მე არ შემიძლია შენს გარეშე, მინდა რომ ყოველთვის ჩემთან იყო
ჯონკუკს გაეცინა და თეჰიონს აკოცა
- მეც მინდა რომ შენთან ვიყო სულ მაგრამ ჩვენ ისეთი ცხოვრება გვაქ ეს გაგვიჭირდება.
- ამიტომ ყოველთვის შორიდან უნდა გიყურო? როგორ შევეწინააღმდეგო იმ გრძნობას როცა შენთან მოსვლა მომინდება? ან კოცნა ან უბრალოდ ჩახუტება? მითუმეტეს თუ ამას ჰიონებისგან ვმალავთ საერთო საცხოვრებელში როგორ ვიცხოვრებთ?
- თეჰიონ დამშვიდი კარგი? მე ამაზე პასუხი არ შემიძლია, სიგიჟემდე მიყვარხარ როცა წლები შენს მიმართ გრძნობები მტანჯავდა არ მეგონა თუ ოდესმე ეს მოხდებოდა ამიტომ მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი პრობლემებზე რაც ამას მოყვებოდს მაგრამ ეხლა არ ვიცი რა გითხრა რადგან მეც მომიწევს თავის მოთოკვა.
- მაკოცე
- თეჰიონ ახლა თუ გაკოცებ ნამჯუნთან ვეღარ წახვალ
- უბრალოდ მაკოცე
ჯონკუკმა კალთაში მჯდომ თეჰიონს ხელები წელზე მოხვია და ენით აკოცა. ეს იყო ხანგძლივი კოცნა. თეჰიონმა კოცნაში დაიკვნესა. ჯონკუკმა თეჰიონს ტუჩზე უკბინა კოცნის დროს რის გამოც ტუჩი გაუსკდა და მისი ტუჩიდან ალუბალმა იხეთქა.
- მაპატიე გატკინე
- არა ეს სასიამოვნო იყო
- ახლა ჯობია ავდგეთ რადგან თუ განვაგრძობთ ნამჯუნთან ვერ წახვალ

Love each OtherWhere stories live. Discover now