- ჯონკუკ არ შემიძლია ცუდად ვარ
- თეჰიონ დამშვიდდიჯონკუკი ტახტზე დაჯდა და თეჰიონი მიიხუტა.
- დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა
- მე მე ნამ...ჯუნს ვე..ჩხუ..ბე
- რა მოხდა?
- მე მე
- თეჰიონ დამშვიდდი და შემომხედეთეჰიონმა შეხედა. ტირილისგან კანკალებდა
- მოდი ჩემთან
თეჰიონი ჯონკუკის კალთაში მოკალათდა. თავი ჯონკუკის კისერში ჩარგო და იქ განაგრძო სლუკუნი
ჯონკუკი თეჰიონს ეფერებიდა და დამამშვიდებელ სიტყვებს ეუბნებოდა . ცოტახანში თეჰიონმა სლუკუნი შეწყვიტა და წამოიწია
- თე
- ნამჯუნს დავარტყი
- რა ქენი?
ჯონკუკს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა
- მან საშინელებები მითხრა და ვეღარ ავუტანე
- კარგი დამშვიდდი და ისე მითხარი ყველაფერი
- გუშინ რომ არ მოხვედი შენზე გავბრაზდი სამზარეულოში გამოვედი რომ შენთვის დამერეკა მაგრამ ნამჯუნმა აიტეხა შენთან სალაპარაკო მაქვსო
- მერე?
- წყალს ვსვავდი როცა მითხრა ჯონკუკის სპორტულები გიხდებაო მე ვუთხარი რომ შენი არ იყო მაგრამ მერე დაიწყო სახლიდან გასვლამე ეს არ გეცვაო. თავი ისე მოვაჩვენე ვითომ არ ვიცოდი რას ლაპარაკობდა და ასეც ვუთხარი რომ ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა და პირდაპირ ეთქვა .იცი მან რა მითხრა
- რა?
ჯონკუკი უკვე ანერვიულებული იყო
- მან მითხრა რომ ურთიერთობა უნდა შეგვეწყვიტა მითხრა რომ ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ეს გავატარე არ მივაქციე ყურადღება. მაგრამ შემდეგ დაიწყო რომ შეცდომას ვუშვებდი. მან გუშინ შენი საუბარი გაიგონა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა. ვუთხრაი რომ საუბარი შეეწყვიტა, ვუთხარი რომ მისი საქმე არ იყო ჩემი ცხოვრება მაგრამ რაც მან მითხრათეჰიონი ამ ყველაფერს ტირილით ამბობდა
- ჰეი დამშვიდი
- მან ისეთი რაღაც მითხრა რომ ვერ მოვითმინე და დავარტყი. ვუთხარი რომ სიტყვები უკან წაიღო მაგრამ. ჩემმა ჰიონმა და საუკეთესო მეგობარმა ძალიან მატკინაჯონკუკი ხედავდა რომ თეჰიონი ძალიან ცუდად იყო.
- მან რა გითხრა?!
ჯონკუკმა ცოტა მკაცრად უთხრა
- .........
- თეჰიონ რა გითხრა ნამჯუნმა
- არ მინდა ამის თქმა
- თეჰიონ მითხარი
- მე მე არ ვიცი ამის თქმა შენთან კარგი იქნება თუ არა
- თეჰიონ მითხარი
- მან საშინელება მითხრა.
- საშინელებაში რას გულისხმობ?
- მან მითხრა რადგან მთვრალმა ჯონკუკმა რაღაცეები იბოდიალა მარტივად ჩაუგორდი ლოგინშიო სულ გამლშტერდიო. ჯონკუკ გული ძალიან მტკივა