3

1.2K 141 70
                                    

თეჰიონს ხავსისფერი სპორტული და სტაფილოსფერი მაისური აცვია.
პროფესიონალურად ამზადებს ხორცს, რათა იუნგის ანთებულ ცეცხლზე შეწვას. სასიამოვნო ადგილია, საქანელები კიდია, მინების გახსნა შეგვიძლია, თუ არ გვცივა. აუზიც მოჩანს, თუმცა ახლა ამის სეზონი ნამდვილად არაა. თეჰიონი ღიად ფლირტაობს, წარბებს კრავს, როდესაც ჯივუ თავის ქერად შეღებილ თმას მიფრიალებს.

თავს რაღაცნაირად ვგრძნობ, ჯივუს მოვწონვარ, ამას ვხედავ და მაგრძნობინებს კიდევაც, მაგრამ ამ ეტაპზე საპასუხო განწყობა არ მაქვს.

-სანამ ხორცი მომზადდება შენთვის უალკოჰოლო სასმელი მოვატანინე.-თეჰიონს ისევ მწვანე ლინზები უკეთია, ლამაზია, სიმპათიური, თავს უცნაურად მაგრძნობინებს, რადგან ასეთია. ბევრ ბიჭს შეშურდება მისი და მგონია სადღაც, გულის კუნჭულში მეც გულისწყვეტა მაქვს, რომ მასავით სიმპათიური არ ვარ.

-მადლობა.-წითელ სითხეს ვართმევ და საწრუპით ვსვამ, ძალიან გემრიელია. ციტრუსის გემოს ვგრძნობ, გრილია და კარგად დასალევი.

-მოგწონს,-კიმი არ მეკითხება, ჩემს ემოციას კითხულობს.

-შენ არ დალევ?-ენაზე ვიკბინე, რომ წამოვაყრანტალე მერე დავინახე ხელში სხვა არაფერი ეჭირა.

-დამალევინებ?-მეკითხება კმაყოფილი ღიმილით, ყურებზე სიმხურვალეს ვგრძნობ, მინდა თმა გავიშალო, მაგრამ მიხვდება რისთვისაც გავიშალე და ამას უფრო მალე ვტვინავ, ამიტომაც ხელებს ჭიქას მაგრად ვუჭერ. მაღალი ჭიქა მის ახლოს მიმაქვს, მიყურებს, თვალს არ მაშორებს, ვგრძნობ ჩემში ხვრელს როგორ აკეთებენ მისი თვალები. საწრუპს ენით იჭერს და ტუჩებით ქაჩავს, თვალებს სიამოვნებით ატრიალებს. ჯანდაბა! უნებლიედ ტუჩებზე გადავისვი ენა. ირგვლივ ვიყურები, არ მინდა ეს შენიშნონ.

-მართლაც გემრიელია , -მიღიმის.-გინდა ახალი საწრუპი?-ვფიქრობ კი ვუთხრა, მაგრამ მერიდება, მან ჩემი ნაპირალიდან დალია და ცუდად გამოჩნდება.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now