شيطان

81 4 1
                                    

როცა უდაბნოს გადაივლი, დაინახავ სიცარიელეს კიდევ უფრო დიდს ვიდრე გენახა; ეს ჩემი გული იქნება უშენოდ ერთი ჭიქა წყალივით დაქცეული და საჰარის ყვითელ ქვიშაზე ამშლარი.

მე კი ვიქნები ისევ ფურცლებს უკან ამოფარებული ტანჯული სულით, რომელშიც მაინც ჩაიღვრება შენი ღიმილი.

გავა დრო და ტალღები წალეკავენ ყოველივეს; წყეულ საჰარასაც, ყველა სულს და იმ მცხუნვარე მზესაც.

მაშინ გარდავიქმნები მთვარედ, მუდამ გვერდით რომ მოგსდევს.

ღამე კოცონთან მოყოლილი სიყვარულის ლეგენდაც მე ვიქნები.

ხეტიალში სულდალეული ომერი და უსიყვარულობის ტვირთით დამძიმებული ლეილაც მე ვიქნები.

მათი წმინდა სიყვარული ვიქნები, საჰარის ხიბლივით უჩინარი და უკიდეგანო, როგორც თეთრი უდაბნო.

ვიქნები სარკიდან მოცქერალი დაკარგული ილუზია.

დადგება დრო, დაწყევლილი სარკეები ისევ გასწორდება და კვლავ მიხილავ ბედუინო, მაგრამ უკვე დავიწყებული გექნება, რომ ერთ დროს საჰარის ქვიშას ერთად ვთელავდით, ვნატრობდით პატარა ჩეროს და პეშვ წყალს.

დაგავიწყდება, რომ მე ვიყავი მეგზური, დღის და ღამის მოკაიფე სიზმარი, ლოდის ჩრდილში ლურჯი მოჩვენება და სიცარუელე მწვანე თვალებში.

გეტყვი, რომ ის ბრაზიც მე ვიყავი მეხივით, რომ იელვებდა. ის ვერცხლის მოჩუქურთმებული არაბული ხანჯალიც მე ვიყავი. არაბული ბედაურიც თეთრ უდაბნოს, რომ გაყოლებდა.

მე ვარ თვითონ უსასრულობა შენს გზაზე, ვნებაც და სიკვდილიც.

უდაბნოს ცის ქვეშ მოციმციმე ვარსკვალავი ვიქნები, რომელიც არასდროს ჩაქრება შენი ცქერით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 01 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

شبح أزرق Where stories live. Discover now