6

1.2K 128 58
                                    

გამოცდები თავსა და გარემოცვას მავიწყებს. ჯიმინი მამაჩემს უგზავნის კითხვების სამასგვერდიან ჩამონათვალს, რომელიც ლექტორმა მისცა. სხვა ლექტორების ნომერებს არკვევს, რათა "კითხვებზე იჩალიჩოს". მამაჩემი დასცინის, სანამ რაღაცებში არკვევს და ეუბნება ამდენ წვალებას გესწავლაო. სანამ მამაჩემი პაკს ამეცადინებს და სიცილში გაჰყავთ დღეები მე ყველგან ციფრები მელანდება. უმაღლეს მათემატიკას ვუკირკიტებ და ნერვები მეშლება. არა და ეს ყველაფერი ვისწავლე! სად ჯანდაბაში მიფრინავენ?

გაბრაზებული და ნერვებმოშლილი თეჰიონს ვწერ. შაბათია, იმედი მაქვს რომ ეცლება. აზრს, რომ შაბათი დღის, დასვენების დღის, გაფლანგვა არ შეიძლება ვაიგნორებ.

ჯონგუკი: რას შვები?

თეჰიონი: სამეცადინო მაქვს, მაგრამ ჯინმა ელსა დამიტოვა და ზოოპარკში წასვლას ვგეგმავთ ✌️.-მიბრუნებს პასუხს.

შენ რას შევები?

ჯონგუკი:ვმეცადინეობ, სადაცაა ამ წიგნებს ფანჯრიდან ვისვრი.-ვიცი რომ თითქმის უცხო ვთინმესთან წუწუნი უზრდელობაა, მაგრამ ეს თეჰიონია და არ ითვლება.

თეჰიონი: გინდა ზოოპარკში წაგიყვანოთ?

ჯონგუკი: რომელზე გამომივლი?

თეჰიონი: ერთი საათიც არ დაგვჭირდება, გაემზადე.

ჯონგუკი: სასუსნავებს მე ვყიდულობ.

თეჰიონი: მაშინ მე ატრაქციონების ბილეთებს ვიყიდი.

  პასუხს აღარ ვუბრუნებ, წიგნს ვხურავ და გამოსაცვლელად მივდივარ. იღრუბლება, მაგრამ წვიმას არ უჩვენებს. დაღლას მაშინ ვგრძნობ სასეირნოდ რომ ვემზადები. ცოტახანს წამოვწექი. ქურთუკი და ფეხსაცმელი გავიმზადე და სხვა რა საქმე მქონდა? გორაობას მოვყევი. რამდემიე დღეა წესივრად არ მიძინია, ვერ ვისვენებ. თეჰიონი ათ წუთზე ნაკლებ დროში მირეკავს და დაბლა ჩავდიცარ. ბავშვი უკანა სავარძელზეა ღვედით დაბმული, წინა სავარძელზე ვჯდები, ვფიქრობ უნდა გადავკოცნო თუ არა კიმი. ბოლოს თვითონ იწევა და მკოცნის. ზოგადად, ასე მხოლოდ ახლობელი ადამიანები იქცევიან, მამაჩემი იშვიათად გადაკოცნის-ხოლმე ვინმეს. თეჰიონის ლოყა გლუვი და სასიამოვნოა, მისი ხელიც მსიამოვნებს მხარზე და რომ შემეძლოს დიდხანს მოვეხვეოდი. სითბო და მზრუნველობა მაკლია, შესაძლოა უკვე ამისთვის დიდი ვარ და არ უნდა ვწუწუნებდე მაგაზე, მაგრამ ვგრძნობ, რაც უფრო მემატება ასაკი მით მეტად მინდება ვინმეს სიახლივე და სითბო. სასწრაფოდ უნდა გავიჩინო შეყვარებული.

Ooops! I love you..Onde histórias criam vida. Descubra agora