სიმწრისგან თავს ძლივს ვიკავებ, კბილს კბილზე ვაჭერ,რომ არ ვიყვირო და ჩემი ემოციები სხვამ ვერ შეამჩნიოს. ნარუტოს გავხედე, მისი მუდამ სიყვარულით ანთებული თვალები თითქოსდა განწირულია, მისი სითბოთი სავსე ღიმილი კი გამქრალი, მაგრამ როგორღაც ახერხებს და იმედით აღსავსე სახეს ინარჩუნებს. ვხვდები,რომ ეს მხოლოდ სხვის დასანახადაა. ის ჰოკაგეა, სოფლის მთავარი, მშვიდობის სიმბოლო და ხალხის იმედი. ბუნებრივია,ის სწორედ ისე იქცევა, როგორც ხალხი მოელის მისგან,დანებების საშუალება არ მისცეს და დაანახოს მეგობრობის ძალა, როგორც მე დამანახა და სიბნელიდან გამომიყვანა. მისი ამ თვისების ყოველთვის მშურდა.მაგრამ ახლა აზრს კარგავს ყველაფერი. ძალიან ცოტა ჩაკრა დამრჩა, ვიცი რომ არც ნარუტოა უკეთეს მდგომარებაში. საკურას ვუყურებ, ვხედავ როგორ მოსდის ჭრილობებიდან სისხლი.
- საკურა, რატომ არ იყენებ რეგენერაციას, განიკურნე- ვუყვირი,რათა ხმა მივაწვდინო.
-ამაში ჩაკრას ვერ დავხარჯავ.
უკვე დიდი ხანია შინობი ვარ. ამ დროს განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარე და ბევრიც ვისწავლე, გამოუვალ სიტუაციებშიც ვყოფილვარ, თუმცა მომიხერხებია მათგან თავის დაღწევა. მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ, რომ შეიძლება ეს ჩემი დასასრული იყოს. მოწინააღმდეგე იმდენად ძლიერია,რომ ძველი მეშვიდე გუნდი არათუ უმკვლავდება, არამედ მარცხდება კიდეც. ჩემი შარინგანით ვხვდები,რომ არც მას დარჩა ბევრი ჩაკრა,მაგრამ ამ მარაგითაც კი შეძლებს ჩვენ მოკვლას. წამიერად ვშეშდები. ვხედავ როგორი სისწრაფით მოემართება ჩემკენ მოწინააღმდეგის მიერ გამორტყორცნილი ჩაკრის ჯოხები, ზუსტად ვააანალიზებ,რომ ეს მომკლავს,ამიტომ უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და დარჩენილი ჩაკრით სუსანოს ვხსნი, დარწმუნებული ვარ,რომ ეს დამიცავს...გამჭოლი ტკივილი გულისა და მუცლის არეში...
სისხლი...
განწირული კივილი, თითქოს სხვა სამყაროდან...
თეთრი სინათლე...
YOU ARE READING
Always the Years Between Us
Fanfictionძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის შემდეგ, სასკე მძიმედ დაიჭრება და სიკვდილის პირასაა. საკურა მთელი ძალით ცდილობს მისი ჭრილობების განკურნებას,თუმცა ეს სასკეს არ შველის. საკურას მხოლოდ ერთი გზა დარჩენია,რომ მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული გადაარჩინოს.