8

1.2K 122 44
                                    

თავი მტკივა, ყელში საძაგელი გემო ამომდის. მგონია თავს თუ გავამოძრავებ კისერი მომწყდება. საფეთქლები ისეთი დამძიმებული მაქვს თავს ვერ ვწევ. რატომღაც საბანი შემოსაკრავის გარეშე მახურავს, პირდაპირ მატრასზე ვწევარ, სადაა ის მოხერხებელი ლეიბი? თავის გამოძრავების შემდეგ უფრო მერევა გული, ამიტომ ვჩერდები და ჭერში ვიყურები. საათის ნახვა მინდა, მუცელში ყველაფერი დუღს.

-გაიღვიძე?-კარის გაღების ხმას თეჰიონის ხმა მოყვება. თვალებს ვხუჭავ, მახსენდება დაწყევლილი ღამე, როდესაც მის საკოცნელად ვიწევდი.-დალიე.-ხელში გაზიან სასმელს მაჩეჩებს, ლუდი ყოფილა. ბალიშის ზემოდან მუთაქას მიდებს, თავს ზევით ვწევ. მუცელში კიდევ ერთი ტალღა მივლის.

-რა მოხდა წუხელ?-ხმის ამოღებას ვბედავ, ისეთი საშინელი სუნი ამომდის რომ გაიქცეს არ გამიკვირდება.

-ჩემი კოცნა გინდოდა, მერე გული აგერია და მომიწია საწოლიდან ყველაფერი ამეღო.-რა სირცხვილია, მინდა ეს ბოთლი თავში ჩავირტყა.-ნუ ინერვიულებ ყველაფერი ისე გავრეცხე არავის დაუნახავს.-მამშვიდებს.

-ბოდიში, არ უნდა დამელია ამდენი.-ვბურდღუნებ. საშინლად მრცხვენია.

-არ იდარდო ამაზე,-მიღიმის, თავს დაბლა წევს, პანიკაში ვვარდები, მაისურს ოდნავ დაბლა ექაჩება და კისრისა და მხრების გასაყართან მკოცნის.-ცუდია რომ გული აგერია, არა და კოცნაზე უარს არ გეტყოდი.-თვალს მიკრავს.

-ნუ მეუბნები ეგეთ რამეებს, მარცხვენ.

-ბოდიში.-ისევ დამცინის.-გინდა აბაზანაში გაგიყვანო? კბილების გამოხეხვა არ გაწყენდა,-ხელს იქნევს.

-გამიყვან?-საცოდავად ვეკითხები, ხელებს მაღლა ვწევ, საბანს მხდის და აბაზანაში მიმათრევს.

ვბანაობ, მსიამოვნებს, კბილებს ვიხეხავ და თეჰიონის მოცემულ მენთოლის დიროლს ვღეჭავ. ვერ ვიტან მენთოლს, პირდაპირ კუჭს მიწვავს გემო, ვრეცხავ. დიახ, საღეჭ რეზინს მანამდე ვრევხავ, სანამ გემო ასატანი არ გახდება, აბა რა ვქნა?

Ooops! I love you..Où les histoires vivent. Découvrez maintenant