ლექციაზე ვარ, მათემატიკის ლექტორი შენიშვნას მაძლევს, რადგან გონება გაფანტული მაქვს. რა ჯანდაბად დავჯექი წინა მერხთან.
-ჯონგუკ, შაბათმა როგორ ჩაიარა?-მეკითხება ერთ-ერთი ჯგუფელი.
-მშვენივრად,-ვსერიოზულდები.
-ე.ი წამალმა იმოქმედა.-იღიმის.
-რომლმა წამალმა?-თვალები მივიწროვდება, ვიცოდი რომ რაღაც ისე არ იყო, ერთი ჭიქა ასე არ გამომიყვანდა ჩვეული მდგომარეობიდან.
-ბიჭებმა, რადგან არ სვამდი, ცოტა კლუბური ნარკოტიკი შეგირიეთ.-დებილი! მინდა რომ სახეში დავარტყა. ყველაფერი დააჩქარა მათმა საქციელმა.
-უნდა წავიდე.-ჭიშკართან თეჰიონი მელოდება, დღეს მის პატარა კომპანიაში მივყავარ. იქაურობა უნდა დავათვალიერო. აჟიტირებული ვარ თუმცა ცოტათი უხასიათოდ.
თეჰიონი მისიგნალებს, რადგან თავმოჭრილი ქათამივით ვიყურები მისი ძებნისას. გზაზე გადავრბივარ და მანქანის უკანა კარში ჩანთას ვისვრი.
-შუადღე მშვიდობისა.-მიღიმის, სტრესი მეხსნება.
-გამარჯობა.-ნელა იწევა და ლოყაზე მკოცნის.
-თურმე სასმელში წამალი ჩამიყარეს.-ვბურდღუნებ, ძალიან ვბრაზობ ამის გამო და ვინმეს თუ არ ვუთხარი ცეცხლი წამეკიდება.
-აი თურმე რატომ იქცეოდი ასე.-დამცინის კიმი.
-შენს სახლში რატომ წამიყვანე?-სერიოზულად მაინტერესებს პასუხი.
-კუთვნილი კოცნა რომ მიმეღო.-ვიღიმი, თეჰიონი საჭეს ატრიალებს.-დღეს ბევრი სამეცადინო გაქვს?-სამსახურში არ მივდივარ.
-არა, რამდენიმე დავალება მაქვს, მაგრამ ხვალისთვის არა.
-მაშინ ქალაქ გარეთ წავიდეთ, მანქანის ტარებას გასწავლი.
-სინამდვილეში, ჩემთან გინდა დიდი დრო გაატარო.-თავმომწონედ ვამბობ, თეჰიონი ისევ იღიმის, მომწონს როგორც. ჩემს ხელს პოულობს და თავისაში იქცევს. ქრინჯობაა, მაგრამ თავს განსაკუთრებულად და საყვარლად ვგრძნობ. სადაცაა დათბება, ყველაზე მეტად ეს მიხარია. ნაქსოვ სვიტრსა და ჯინსში უკვე გარეთ გასვლაც შემიძლია.
YOU ARE READING
Ooops! I love you..
Fanfiction🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."