10

1.3K 113 43
                                    

  თეჰიონი ჩამოდის. ორი დღით იყო წასული, მაგრამ მაინც ძალიან აჟიტირებული ვარ. აეროპორტში ტაქსით მივდივარ, მისი მანქანა იქაა ამიტომ წამოსვლა არ გამიჭირდება. მის გასასვლელს ვეძებ, ბევრი ხალხია, ზოგი წარწერებით დგას "კეთილი იყოს ჩამოსვლა" ან კონკრეტული სახელი და გვარით, ყველას ვათვალიერებ, ყველაფერს თვალს ვავლებ, სანამ კიმი არ გამოჩნდება. თეჰიონს მოლურჯო ზედა აცვია, ვხვდები რომ მასზე დიდ ზომებში უფრო კომფორტულადაა, ამის შესახებ მერე ვკითხავ. ფეხზე რეზინის ჩუსტებითაა, წინდა რომ გაეხეს თითზე ძალიან დავცინებ. მამჩნევს და ყურებამდე იღიმის.

-მეგონა მეხუმრებიდი, როდესაც დახვედრას დამპირდი.-გადამკოცნა.

-კარგია, ჯიმინივით მავნე რომ არ ხარ და დრო არ მომატყუე.-დიახ, ჯიმინი ამას იზამდა.

-მომენატრა კორეა,-მხარს მირტყამს მხარზე, ჩანთაზე ვექაჩები, ვანიშნებ ხელი გაუშვას.

-დაიღალე?-მისი ჩანთა არც ისეთი მსუბუქია, მაგრამ მარტივად ვუმკლავდები.

-საშინლად მეძინება.

-საჭესთან არ ჩაგაძინებ, ნუ ღელავ.-ვაიმედებ.

-მოდი აქ,-სულმოუთქმელად ამბობს, როგორც კი მანქანასთან მივდივართ, უხეშად აღებს კარს, ჩანთას დაბლა ისვრის და ჩვენ უკანა სავარძელზე ვიკეტებით.

-რა ხდება?-თვალებს ვაცეცებ, მგონია ვიღაც ისეთი დაინახა, ვინც არ მოსწონს და ემალება.

-ძალიან მომენატრე,-მეუბნება ღიმილით, გონს მოსული უკვე უკანა სავარძელის მისაყრდნობზე ვარ აკრული და მონატრებულ კიმს ვკოცნი. თითებს თმაში მისრიალებს და ოდნავ მქაჩავს.-საშინლად მენატრებოდი,-მიმეორებს, კოცნისას და სავარძლის საზურგეს უკან აწვება. ზემოდან ექცევა. ვშიშობ გარედან არ დაგვინახონ, მაგრამ თეჰიონი მამშვიდებს, რა თქმა უნდა, წინა მინაც ისევეა დაბურული, როგორც დანარჩენი. არ ვიცი რამდენად აქვს ამის უფლება, რადგან მსმენია რომ მაგის უფლებას მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ. ერთხელ მამას ვუთხარი წინა მინა დავბუროთ-მეთქი და მითხრა არ შეიძლებაო. რაც არ უნდა იყო ეს მოსახერხებელია. სხეულით ვეშვები, თითებს თეჰიონის მაისურში ვასრიალებ. კიმი ტუჩებიდან ლოყებზე გადადის, ნიკაპსა და ცხვირის წვერზე მკოცნის.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now