ჯიმინი გაშეშდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ის უბრალოდ იქ იდგა და აანალიზებდა თუ რა მოხდა ახლახანს. მან დაკარგა მამაკაცი, რომელიც წლების მანძილზე უყვარდა. მან მისი სიყვარულიც მოიპოვა საპასუხოდ, მაგრამ მისმა დამაბრმავებელმა სიბრაზემ ყველაფერი გაანადგურა.განა ის მართლა დამნაშავეა? იგი ყოველთვის კარგი მეგობარი იყო ჯონგუკისთვის, მაგრამ მასთან დაწოლა, თანაც მაშინ როდესაც იგი ნასვამი იყო, სულაც არ იყო ჭკვიანური საქციელი.
ჯიმინმა ყველაფერი დაკარგა. ყველა. მას აღარ ყავს მეგობრები და აღარც ოჯახი.
უახლოესი რამ რაც კი მას გააჩნდა ეს ბანთანი იყო, მაგრამ მან ისინი დაკარგა, თავისი დავხედი ქცევების გამო.
----------------------------------------------------
გამარჯობა, მე ჯიმინი ვარ. ახლახანს დავბრუნდი ლანჩიდან."-თქვა 17 წლის ბიჭმა და 15 წლის, მორცხვ ჯონგუკს გაუღიმა.
"შუადღემშვიდობისა ჰიონ."-ჯონგუკმა თავი დაუკრა მას, ჯიმინმა კი ჩაიცინა.
ის ძალიან საყვარელი იყო. ძალიან ზრდილობიანი. ჯონგუკი არ იყო თავშიავარდნილი 15 წლის ბიჭი. იგი ათჯერ უფრო ძლიერად მუშაობდა ვიდრე ზრდასრულების უმეტესობა.
"მაკნე ძალიან საყვარელია."-თეჰიონმა გაიცინა და უყურებდა როგორ ეხმარებოდა ჯონგუკი ჯინს პატარა სახლის დალაგებაში.
"ხო, საყვარელია."-ჯიმინმა გაიღიმა. იგი მშვენიერი იყო.
სამი წლის შემდეგ ჯონგუკი ჯიმინს ყველგან აწვალებდა და აჯავრებდა. მაგრამ, ჯიმინი არ სჩიოდა, მას მოსწონდა ყურადღება. მას არ უნდოდა, რომ ამ აზრს შეგუებულიყო, მაგრამ გასული წელი მისთვის ძალიან უცნაური იყო. იგი გრძნობდა რომ ჯონგუკი უყვარდებოდა, მაგრამ არასწორი შეგრძნება იყო ამაზე ფიქრი.
მან ასევე არც კი იცოდა ჯონგუკი გეი იყო თუ არა. ჯონგუკმა კი ჯიმინის ოჯახზე არაფერი იცოდა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ მათ არ სურდათ ჯიმინის აიდოლად გახდომა. იგი აზრზე არ იყო რომ ჯიმინი გეია და ოჯახმა ამიტომ მასზე უარი თქვა.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️