27

837 66 11
                                    

ჯონგუკი თავის აპარტამენტში დაბრუნდა. დღეებია რაც თავი სახლში არ უგრძვნია. თითქოს ყველაფერმა დაკარგა თავის სილამაზე, მას შემდეგ რაც თემინი და ჯიმინი სარეპეტიციო ოთახში სექსის დროს დაინახა.

ცხოვრება ახლა უბრალოდ უღიმღამო იყო. იგი თავის თავს კარგავს იმ ემოციის გამო რომელზეც ფიქრობდა რომ არასდროს გამოცდიდა.

იგი ყოველთვის თავიდან იცილებდა ხოლმე მამაკაცზე ან მამაკთან ყოფნაზე ფიქრებს. მას შემდეგ რაც...

ჯონგუკმა თავი გააქნია და მოგონებებს დაბრუნების საშუალება არ მისცა. რატო უნდა მომხდარიყო ასე? სხვა გზა არ არსებობდა?

იგი ყველას მიმართ უსამართლო იყო. განსაკუთრებით ლისას და თავისთავის მიმართ. ლისამ მას სთხოვა რომ უბრალოდ ეცადა, მან კი რამდენიმე წუთის წინ ჯიმინს აკოცა.

როცა საქმე ჯიმინს ეხება ჯონგუკი ამჩნევს, რომ ეგოისტი ხდება და ლისას არსებობაც კი ავიწყდება. ლისამ აირჩია რომ მასთან დარჩენილიყო, მაშინ როდესაც ჯიმინმა მასზე უარი თქვა. მან იცოდა რომ სწორედ მას უნდა ებრძოლა თავის ურთიერთობისთვის, მან აირჩია ლისასთან შეხვედრები. მას მოსწონდა იგი. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ეს ლისას აღარ ეხებოდა უკვე. ეს თავის თავს ეხება. იგი იმაშიც კი აღარ იყო უკვე დარწმუნებული, უნდოდა თუარა ვინმე ქალთან ყოფნა.

მას ძალიან უნდა რომ ყველაფერი დაივიწყოს წარსულის შესახებ.

შესახებ...

მაგრამ განა ღირს კი ეს იმ ადამიანისთვის ვინაც წასვლა გადაწყვიტა მხოლოდ იმიტომ რომ შენ დაბნეული და შეშინებული იყავი? მისთვის არავის დაუძალებია ის რაც მან გააკეთა. მან თვითონვე გადაწყვიტა ჯონგუკის ტკენა.

ჯონგუკმა თავის აპარტამენტის კარები გააღო და გარშემო მიმოიხედა. ლისას დივანზე ჩასძინებია და შეამჩნია რომ ვახშამი არ უჭამია. ალბათ მასთან ერთად უნდოდა ვახშმობა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now