არ ვიცი ვის უხდიდა სამაგიეროს ან ვის ეჯინებიდა ჯიმინი, მაგრამ იმ ბიჭს არ ეშვებოდა. ოლი გულუხვი ადამიანი აღმოჩნდა. თუ სადმე წავიდოდით ყველგან გვეპატიჟებოდა, არაფერს გვახდევინებდა. ჯიმინი არხეინად იჯდა ამის მიუხედავად, ამბობდა ჩემი შეყვარებულია და არაუშავს, როგორც გავიგე ისინი მხოლოდ გამოსაყენებლად ვარგაო. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემი მეგობარი ამ ბიჭს ყველანაირი თვალსაზრისით იყენებს. ოლი არაა ერთჯერადი ცხვირსახოცი, ვიცი, ჯიმინმაც იცის ეს და არაფერს ისეთს გააკეთებს, რითაც ბიჭს თავის მდგომარეობაში ჩააგდებს.
ოლის საუბარი ავუკრძალეთ. მისი კორეული, როგორც გითხარით, საშინელია. ესპანურ რესტორანში ტაკოს შეკვეთის მაგივარდა მიმტანს უთხრა შენი საყვარელი ტაკო მჭიდებაო, კინაღამ გამოგვყარეს. ნამჯუნი ძალიან ეჩხუბა ჯიმინს, ვერაფრით გამოვგლიჯეთ, ალბათ, მთელი ხუთი წუთი გრძელდებოდა ეს. ხელში ეჭირა და ანჯღრევდა. თან უყვიროდა აზრზე მოდიო. ჯიმინი ცოტათი აუტანელიც გახდა. გეგონებათ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიაო, ზოგჯერ მგონია, რომ მართლა ასეა.
ჩემი უფროსი კაბინეტში მიბარებს. მთლიანი დაწესებულების ბოსი არა, ის, რომლის დაქცემდებარებაშიც უშეალოდ ვარ. იცის რომ ჩემი ძმა რომში ცხოვრობს და თავისთან ერთად მეპატიჟება. მივლინებით უნდა წავიდეთ, ყველაფერს კომპანია დაფარავს. არ ვიცი რატომაა ეს ქალი ჩემდამი ასე კარგად განწყობილი, მაგრამ სიხარულით ვეთანხმები.
რომი ძალიან ლამაზია, ჰოსოკს არ ვაფრთხილებ ჩასვლაზე, ბედად იმ დღეს აქვს პერფორმანსი მის დასს და მეც პირდაპირ ჩემი ძმის სანახავად მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურად ერთი სიტყვაც არ ვისი აღფრთოვანებული ვარ მისით და მისი მეგობრებით. ყვავილებით მივემართები მისკენ. თვალებს ისრესს, ხმამაღლა ყვირის ჩემს სახელს და მეხვევა. მომენატრა, სასტიკად მომენატრა. როდესაც მის მკლავებში ვარ მომწყვდეული მაშინ ყველაზე უკეთ ვაანალიზებ ამას. მის მეგობარ ქალს ვეცნობი. სასიამოვნო ადამიანი ჩანს. სასტუმროში დარჩენას არც ვაპირებდი, მაგრამ ჰოსოკი ხმამაღლა აპროტესტებს ამას. მეღიმება, ისევ საოცრად ენერგიული და ხმაურიანია. მათთან მივდივართ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Ooops! I love you..
Fanfic🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."