🔞
___დილით საწოლიდან გამოვძვერი და მძინარე თეჰიონს შევხედე. საუზმის მომზადება გადავწყვიტე. თეჰიონსაც ჩემსავით თავისუფლად უყვარს წოლა, წუხელ ერთმანეთს ფეხებს ვურტყამდით. მიჩვეული ვარ დიდ საწოლში ძილს, ჩემს ნებაზე. ვერასოდეს ვეგუებოდი თუ ვინმე ნათესავს მომიწვენდნენ, ამას მერჩივნა დივანზე დამეძინა ან იატაკზე. საერთოდ იმასაც ვერ ვიტან ჩემს ბალიშს სხვისი სუნი თუ ასდის.
სამზარეულოში გამოვედი. ჩემი ტანსაცმელი ჯიმინთან დარჩა აქ ჯიმინის წითელი შარვლითა და თხელი ჰუდით მოვედი. კი, იმ შარვლით მოდისთვის თვალებში შეფურთხება რომ დავწამე, ძალიან მოსახერხებელი ყოფილა, სხვათაშორის.
ჯერ ადრეა, ასე რომ ჯიმინთან არ ვრეკავ. მაცივარს ვაღებ და შიგნით ვიყურები. დაჭრილ ძეხვსა და ყველს ვპოულიბ უკვე ვიცი რასაც გავამზადებ. ტოსტერს ვრთავ და ინგრედიენტები გამომაქვს. პომიდორს თხელ ნაჭრებად ვჭრი, მაიონეზი არაა, ასე რომ არაჟანს ვიყრნებ თაროებზე შავ პილპილს ვპოულიბ და ყველაფერს პურის ორ ნაჭერში ვალაგებ, ტოსტერში ვუშვებ. კიდევ კვერცხის შეწვაც გადავწყვიტე. სულ მინდოდა აივანი გვქონოდა. თეჰიონის ყავის აპარატს ვიყენებ და გამზადებული ყავით აივანზე გავდივარ, ჯერ კიდევ ახლად შეფხიზლებულ ქალაქს ვუყირებ ნეტარებაა. მაგრამ დამწვრის სუნი დგას. ჯანდაბა! კვერცხი დამეწვა.
ნივთმტკიცებას სანაგვეში ვაქრობ და ახალ კვერცხს ვამზადებ. ტოსტები მანამდე გადმომაქვს სანამ ისინიც დანახშირებულან. ჩაის წყალს ვდგამ გაზქურაზე.
-დაგეწვა?-კიმი მეხვევა. ლოყაზე მკოცნის. ღმერთო მიშველე! წუხანდელი უბრალოდ გადაწყვეტილებაზე გადახვევა მეგონა. არ ვიცოდი დღესაც თუ გაგრძელდებოდა.
-არა,-ვიტყუები.
-მატყუარას ცხვირი ეწვის.-მეუბნება თეჰიონი და ხელსახოცით ცხვირიდან მურს მწმენდს, ჯანდაბა.-რას ამზადებ?
YOU ARE READING
Ooops! I love you..
Fanfiction🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."