16

1.2K 113 36
                                    


  -ახლა ასე უნდა იჯდე?-თეჰიონი თავზე მადგას. წინ და უკან დაბოდიალებს და მომენტებში მეკითხება რაღეცებს.

-ვნერვიულიბ.

-ჰოსოკი პატარა ბავშვია? რა განიერვიულებს. ჩამოვა და დაელაპარაკება იმ ქალს, გუკ ქალი ცოდოა.

-სიკვდლის წინ რას გაახსენდა ჩემი ძმა, ახლა უნდა დაანახოს როგორი საცოდავია? იქნებ დამნაშავედაც უნდა იგრძნოს თავი.

-მესმის შენი, საკუთარი შვილის ბავშვთა სახლის წინ დატოვება საშინელი საქციელია.

-ჰოსის თან არაფერი ჰოქნდა თეჰიონ. პირდაპირ ფეხების გასაწმენდზე დატოვა, ჩვარში გახვეული!-რაც ის ქალი წავიდა თავში მხოლოდ ჩემი ძმა მიტრიალებს. მას არავისთვის უთქვამს, ყოველ შემთხვევაში მანამდე, როგორ ცუდად გრძნობდა თავს. მე მიყვებოდა-ხოლმე.

ცუდია, როდესაც დედაშენს საშუალება არ აქვს თავისთან დაგიტოვოს, ცუდია როდესაც გაგყიდიან, გაგაშვილებენ ან რამე მაგრამ ჩემი ძმა თვლიდა რომ ხელიდან მოიშორეს და გადააგდეს. ქალმა თქვა რომ სიმსივნე აქვს. დღეებს ითვლის და შვილისგან პატიება სჭირდება. მამამ ჰოსოკს დაურეკა. დედაჩემის სახე არაფერს გამოხატავდა. თმაგაშლილი იჯდა ოთახში ერთ წერტილს მიშტერებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძმას მეორედ ვკარგავდი.

-მოდი ჩემთან.-თეჰიონი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა, ჩემს სახლში ყველა ზედმეტად დაძაბული იყო კონტროლისათვის. კარს გავხედე, კიდევ ერთხელ შევამოწმე ჩაკეტილი იყო თუ არა და ჩემი ბიჭის გვერდით მივეგდე. თეჰიონი მშვიდად მეფერება თმასა და სახეზე. ტელეფონი რეკავს, ჯიმინია.

-ჩემი ცხოვრების ეკალო,-მხიარულად ამბობს პაკი.

-ეკალი აქ მხოლოდ შენ ხარ.-თეჰიონი ხითხითებს.

-ვისთან ერთად ხარ?

-თეჰიონთან.-ვპასუხობ.

-კამერა ჩართე.-ვასრულებ ბრძანებას. ჯიმინი ხელს უქნევს თეჰიონს და მიყურებს.-მოკლედ, ასე გამოვიდა.-ამბობს, პაუზას აკეთებს და ეკრანს აბრუნებს. მის გვერდით წელს ზემოთ შიშველი იუნგი კოტრიალობს, მინი ხელს გვიქნევს.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now