საღამოს
ჯონკუკმა და ჯიმინმა ისრიალეს, შემდეგ კი ლუქსში წავიდნენ. მისაღებში თეჰიონი და იუნგი იჯდნენ და ფილმს უყურებდნენ.
-მოხვედით?
-ხოჯიმინი ეგრევე თავის ოთახში გავიდა.
-თეჰიონ არ გინდა გავისეირნოთ?
-კიჩაიცივი მე რაღაცას ავიღებ და წავიდეთ
-კარგიჯონკუკმა თავისი ნაყიდი წყვილის სამაჯური აიღო და ტახტზე დაჯდა. ელოდებოდა თეჰიონი როდის გამოიცვლიდა
-ჯონკუკ
-გისმენ იუნგი
-ჯიმინი კარგადაა?
-რა მხრივ?
-რამე ტკივა?ამ დროს თეჰიონი ოთახიდან გამოვიდა
-ჯონკუკ მზად ვარ
-მჰჰ წავიდეთ- ჯონკუკი ადგა- იუნგი მას დაელაპარაკე მე მის მაგივრად ვერაფერს გეტყვი
-კარგიჯონკუკი და თეჰიონი გავიდნენ ლუქსიდან. იუნგი ადგა და ჯიმინის ოთახისკენ წავიდა. კარზე დააკაკუნა მაგრამ არავინ უპასუხა
-ჯიმინ შენთან ლაპარაკი მინდაისევ არანაირი პასუხი. იუნგი მის ოთახში შევიდა. ჯიმინი ლოგინზე ემბრიონის ფორმაში იწვა . ბალიში ქონდა ჩახუტებული და ეძინა. იუნგი ლოგინთან მივიდა. უნდოდა საბანი მისთვის დაეფარებინა.
საბანი აიღო თუ არა ჯიმინს გაეღვიძა. ისე წამოხტა ჯიმინი თითქოს მასთან მკვლელი ყოფილიყო
-აქ რა გინდა? გადი ჩემი ოთახიდან
-ჯიმინ
-არ მსურს შენთან ლაპარაკი. მარტო ყოფნა მინდა
-გთხოვ მინდა ვილაპარაკოთ
-გავიგე რომ რაც მოხდა შეცდომა იყო. ეს გარკვევით მითხარი ახლა გახვალ?
-ჯიმინ გთხოვ მე ვწუხვარჯიმინმა ცრემლები გადმოყარა
-არ იტირო
-იუნი გთხოვ გადი
-ჯიმინ მე მინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ. ის რაც მოხდა ვერ ვხვდები რას ნიშნავს. ხომ იცი არა რომ იმპულსური ადამიანი ვარ? ამიტომ რაც ენაზე მომადგება ეგრევე ვამბობ ხოლმე. უბრალოდ მაინტერესებს რაც მოხდა ეს შენთვის რამეს ნიშნავდა?ჯიმინმა თავი გვერძე მიატრიალა. ფეხები მოკეცა.
-ჯიმინ
-არ ვიცი არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ახლა მარტო ყოფნა მინდა. მტკენ
-ჯიმინ
-ძალიან მტკენ გთხოვ გადი
-მაპატიე მე
-გითხარი გადითქო. იმ ღამეს მარტო დამტოვე ,დილასაც წახვედი ,ამ ყველაფერს შეცდომა უწოდე მერე გითხარი რომ ეს ჩემი პირველი იყო და მეჩხუბე. ახლა მოდიხარ და მეკითხები მომეწონა თუ არა?
იცი როგორ მატკინე. მთელი სხეული მტკივა
-ეს მარტო ჩემი სურვილი არ ყოფილა
-ხო მაგრამ შენი საქციელით მატკინე
-მაპატიე
-იუნი გთხოვ ახლა არ მინდა საუბრის გაგრძელება. უბრალოდ არ შემიძლია