18

1.4K 106 62
                                    


   მიყვარს წვიმა, ის სუნი მიყვას ზაფხულში მიწას წვიმის დროს რომ ასდის, თითქოს ოხშივარს აყოლილი გაზაფხულის არომატი ბრუნდებაო. ეს ერთგვარად სასწაულია, რადგან ერთსა და იმავე წელს ორი გაზაფხული ვერ იარსებობას. ჯერ კიდევ ბნელა ფანჯრის მიღმა, თეჰიონის ოთახს ვცნობ. ფარდები გადაწეულია, გარედან სინათლე შემოდის. სიმყუდროვეა. თეჰიონს ხელი ჩემს წელზე აქვს გადადებული, შუბლით ზურგზე მეკვრის, ეს სასიამოვნოა, რასაც ვერ ვიტყვით ჩემს შეგრძნებებზე. უკანალი საოცრად მიხურს, ტკივილს ვგრძნობ მუცელშიც.

  თეჰიონის ხელს ფრთხილად ვწევ, არ მინდა გავაღვიძო. საპირფარეშოში მივდივარ. მახსოვს როგორ გამოვედით მე და კიმი კლუბიდან. სანამ შენობაში ვმოძრაობდით თეჰიონი მეხმარებოდა, გამოვშორდით თუ არა კარს ხელში ამიტაცა, რადგან ნაბიჯების გადადგმა ტკივილს მაყენებდა. სახლში მოსვლა არ მახსოვს, პატიოსნად რომ გითხრათ. აბაზანაში შუქს ვანთებ და კედელზე დაკიდებულ სარკეში საკუთარ სახეს ვუყურებ, ყელს ვწევ, რათა შევხედო რა დონეზეა დალილავებული. კარგად უმუშავია. თეჰიონის პერანგი მაცვია, რომელიც ასე ძალიან მომწონს. სარკეში პრანჭვას თავს ვანებებ და შარდვის მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ. დაღლილი ვარ. თავს სუფთად ვგრძნობ. უკანალში უცნაური შეგრძებისგან ვცბები, თითებით ვამოწმებ. რაღაც ხელზე მედება, უსიამოვნოა. მალამო წამისვა. კიმის მზრუნველიბას დასასრული არა აქვს. ხელებსა და პირს ვიბან და საწოლში ვბრუნდები. თეჰიონს მთლიანი საწოლი ოკუპირებული აქვს, კიდეში ვიკალათებ, არ მინდა გავაღვიძო. გადასაფარებელს ვექაჩები და ზედ ვიხვევ.

-ჯონგუკ?-ძილიდან გამოსვლას ცდილობს კიმი.

-აქ ვარ, თეჰიონ, დაიძინე.

-რამე ხომ არ გტკივა ან გინდა?-თვალები არ გაუხელია ისე მეკითხება.

-არა, კარგად ვარ.-თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტრაკი საოცრად მტივა. პასუხით კმაყოფილი იწევა და ადგილს მითმობს მეორე მხარეს ბრუნდება და ძილს აგრძლებს მეც ვცდილიბ დაძინებას.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now