თავი ოცდამერვე

445 28 32
                                    

→აგრძელებს ჰარი←
შუა დღის მერე ჩემი კლიენტის წვეულებაზე ვარ,უკვე მომბეზრდა აქ ყოფნა, დილიდან გადაღლილზე ხმაურიან ადგილას წასვლა ცოტა რთულია ჩემთვის.
ზედმეტად ბევრი ნაცნობი შემხვდა,ვერ ვიტყვი რომ დიდად მესიამოვნა ეს, ვერც ერთს ვერ ვიტან, არაფერი პირადული,ზოგი ყოფილი თანამშრომელი ან ბიზნეს პარტნიორია,რომელთანაც ახლა დიდად კონტაქტი არ მაქვს,მაშინ ვიხსენებთ ერთმანეთს, როდესაც საქმეს სჭირდება.
-კიდევ ერთხელ გამარჯობა,ჰარი.- ნიკოლი მომიახლოვდა,ხელში ღვინის ჭიქა ეკავა.
-გამარჯობა.
-გავიგე წასვლას აპირებ.
-ჰო,ასეა,გინდა ქალაქამდე წაგიყვანო?
-ჰო,მეც ამის სათხოვნელად მოვედი,სხვები არ აპირებენ და ბარემ ნაცნობთან ერთად ვიმგზავრო ტაქსის გამოძახებას ეს მირჩევნია.
-არაა პრობლემა.- ღვინის ჭიქა იქვე დადო. მასპინძელთან დამშვიდობების შემდეგ წამოვედით იქიდან.
-დიდი ხანი გავიდა,როდის გნახე ბოლოს ეგეც არ მახსოვს,რა ხდება შენკენ ახალი?
-რა ვიცი,ძირითადად სამსახურში ვარ, როგორც ყოველთვის.
-ოჰ,ვინ არ ვართ, ერთი დღეც რომ ჩაგივარდეს შეიძლება საერთოდ გაგიფუჭდეს საქმე.
-მასეა.
-ჩემი წასვლის შემდეგ რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ მხოლოდ ტელეფონზე,ნუთუ ასე გადაგავიწყდი?
-და შენ გახსოვდი?
-რა თქმა უნდა,სხვა მოდელებთან ბევრს გაქებდი,ხალხს ინტერესი გაუჩნდა შენს მიმართ.
-ოჰ,ნიკოლ.- გამეცინა. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ვიგრძენი, როგორ დაიწყო მანქანამ ნელ-ნელა გაჩერება, გაოგნებული დავრჩი ამ ფაქტით.
-რა ხდება?
-არ ვიცი..წინა კვირას ვიყავი ხელოსანთან, მითხრა ყველაფერი წესრიგშიაო.- მანქანიდან გადავედი, საბარგულში ფანარი მედო,ავიღე წინა ნაწილს თავზე ავხადე,იქიდან მცირე ბოლი ამოვიდა.
-უკანა გზაზე ტელეფონის ჯიხური ვნახე,უნდა დავრეკო.
-მარტო დამტოვებ?
-მალე დავბრუნდები.
-კარგი.- ამოიოხრა. გზას გავუყევი,არ ვიცი რამდენი ვიარე, თუმცა მივაგენი მაინც სატელეფონო ჯიხურს.
სახელოსნოში დავრეკე,სიტუაცია ავუხსენი,ახლა მათ უბდა ველოდო.
კიდევ ჩავაგდე ცენტი და ჰენრის დავურეკე, კიდევ კარგი მალევე მიპასუხა.
-ძმაო,უნდა მიშველო.
-რა მოხდა,ჰარი.
-ქალაქგარეთ ვარ,დიდი სავაჭრო ცენტრიდან ხუთ თუ ათ კილომეტრში, შეგიძლია მომაკითხო?
-მეხუმრები,ჰარი? მაქამდე ორი საათის სავალია.
-ვიცი, უბრალოდ როდესაც სამაშვემო მოვა, უახლოეს სასტუმრომდე მიგვიყვანს და მირჩევნია შენ მოხვიდე.
-მიგიყვანთ? ელისაბეტიც მანდ არის?
-არა,ნიკოლია.
-ნიკოლი?
-ჰო,გზად წამოვიყვანე.
-კარგი,წამოვალ,სამაშველოს არ გაყვე,მერე სად გეძებო.
-კარგი,ჰო..- გავუთიშე და უკან გავბრუნდი. ნიკოლი მანქანიდან გადმოსულიყო,სიგარეტი ჰქონდა ნაზად მოთავსებული თითებში და ეწეოდა.
-საუკუნე გავიდა,სად იყავი.
-ჰენრისაც ველაპარაკე,მოვა.
-გასაგებია.- ოხვრით მივუდექი გვერდით.
-შენ შეგიძლია სამაშველოს გაჰყვე, დილით შეძლებ ქალაქში დაბრუნებას.
-ამას არ სჯობდა წვეულებაზე ვყოფილიყავი?
-არ ვიცი, შენი არჩევანი იყო წამოსვლა.- თვალები აატრიალა და ნამწვავი ტრასაზე ისროლა.
ყურადღება არ მივაქციე, მანქანაში ჩავჯექი,დიდი ხანი მომიწევს ლოდინი,მე კიდევ ძალიან მეძინება.
-რაზე ვისაუბროთ?
-არ ვიცი, სალაპარაკო არაფერი მაქვს.
-შენ სულ მასე იყავი,ჰარი.
-ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს წლებია ნანახი არ გყავარ.
-ჰო, მაგრამ ასეა.- ცოტახანს ჩუმად იყო, თუმცა სათქმელი რომ არაფერი დარჩა,ხელი ბარძაყზე მომისვა.
-ისე, კარგი იყო ადრე,არა?- ოდნავ ახლოს მოიწია, თითქმის ჩემს ზემოდან მოთავსდა,ხელი მკერდზე დამაყრდნო.
-ნიკოლ.- ჩუმად ამოვიოხრე, თუმცა მან მოასწრო და ტუჩებზე დამეწაფა, შარვლის ზემოდან,პენისზე მომკიდა ხელი და ნაზად მომიჭირა,ეს რამოდენიმეჯერ გაიმეორა,ამ დროის მანძილზე კოცნაში მეც ავყევი, თუმცა მალევე გავიაზრე,ეს არ მსიამოვნებდა, მისი შეხება ვერ აღმაგზნებს, ამიტომაც ხელი გავაწევინე.
-არ გინდა.
-რა ხდება.
-უბრალოდ არ გინდა,არ ვარ ხასიათზე.
-ვინმე გყავს?
-ასე ოფიციალურად არა, თუმცა მაინც.
სამაშველო მალევე გამოჩნდა,ნიკოლი გაჯიუტდა,მათ არ გავყვებიო, მადლობა ღმერთს ჰენრიც გამოჩნდა, თორემ ეს გოგო უკვე ჭკუიდან მშლის.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Où les histoires vivent. Découvrez maintenant