🖤20🖤

81 6 2
                                    

შვიდი, შვიდი თვე, შვიდი თევ გავიდა...
ვერ ავღწერ ეს შვიდი თვე როგორი იყო, მხოლოდ იმას გეტყვით რომ მტკიცებულებები მე მაქვს, არა მხოლოდ იმ ქალის, იქ კიდევ აღმოჩმდა ბევრი ისეთი, რომელიც თავის გადარჩენის მიზნით მოხვედრილად საგიჟეთში, ზუსტად რომ ვთქვა, ასეთი სულ 12 იყო. მე კი ახლა შენობის წინ ვდგავარ, რომელშიც შვიდი თვე გავატარე, მტკიცებულებებით ხელში. ამ დროის მანძილზე კონტაქტი არავისთან არ მქონია, არც არავინ მოსულა ჩემს სანახავად და არც არავის დაურეკია, რადგან აქ ყველა ლაპარაკს და შეხვედრას უსმენენ, ამიტომ ეს ჩვენს ოპერაციას ხელს შეუშლიდა.
ახლა ჯერ სახლში უნდა წავიდე, მოვწესრიგდე. იმდენი ხანია მზე არ მინახავს, ფეხით დავადექი სახლის გზას. არც ის ვიხოდი რომელი საათი იყო, არც ის რამდენი ხანი მოვუნდი სახლამდე მისვლას, ხელი თეთრი ყვავილის ქოთანში ჩავყავი და სახლის გასაღები გამოვიღე. კარი გავაღე და შიგნით შევედი.  დაღლილობისგან ისისც ვერ შევამჩნიე რომ დალაგებული იყო - როგოდც ჩანს კესო ხშირად მოდიოდა აქ. რადგან მან უკვე ჩემი გასაკეთებელი გააკეთა პირდაპირ მეორე სართულზე ავედი რომ შხაპი მიმეღო და გამომეცვალა. ასეც მოვიქეცი. მოწესრიგების შემდეგ კი ტელეფონი ავიღე, რომელიც თაროზე იდო ამდენი ხანი და სასურველ ადამიანთან დავრეკე.
- გისმენთ.
- გამარჯობა ბობ!
- თამარ? ხომ შევთანხმდით რომ არ დამირეკავდი სანამ მანდ იქნებოდი? გინდა რომ შვიდ თვიანი ჩემი შრომა წყალში ჩამიყარო?
- შენი შრომა? ამ შვიდი თვის განმავლოაბში რამეს აკეთებდი? და ხომ ცნობისთვის უკვე გამოვედი, ორ საათში ჩემთან სახლში მოდი რომ დამამტკიცებელი საბუთები მოგცე.
- ორ საათში? მე შენი ვინ გგონივარ?
- მე ჩემი გითხარი - ტელეფონი მოვიშორე, გათიშვამხე კი მის მიერ დაძახილი ჩემი სახელი გავიგე, თუმცა დავაიგნორე. დაბლა ჩავედი რომ საჭმელი გამეკეთებინა. გადავწყვიტე კესოსთვის დამერეკა.
- თამარ? ტელეფონიდან მირეკავ? გამოხვედი?
- კარგია რომ შენ მაინც ხვდები ყველაფერს ახსნის გარეშე.
- კარგად ხარ? სახლში მიხვედი? ყოველ კვირას მივდიოდი და ვალაგებდი. მაცივარში პროდუქტებია.
- კი კესო კარგად ვარ და მადლობა, შენ რას შვრები?
- მე... მე და თეჰიონი ერთად ვართ.
- ეგ ვიცი უკვე რამდენი ხანია.
- არა ვგულისხმობ.. ერთად ვცხოვრობთ.
- მიხარია, მართლა.
- კარგი თამარ, დაისვენე, მართლა გჭორდება ეს.
- სამსახურში ხომ მოხვალ?
- არა.
- არა?
- მე და თეჰიონი აღარ ვმუშოაბთ მანდ, ბობმა სხვა განყოფილებაში გავვიშვა, ამიტომ გადავცხოვრდით.
- ღმერთო... კარგი კესო უნდა წავიდე. კარგად.
- გკოცნი.
კესოსთან საუბრის შემდეგ მაცივარი გამოვაღე, ღორის ხორცი გამოვიღე და ნამჯუნის რეცეპტით გადავწყვიტე მომეზადებინა. ერთი საათის შემდეგ კი უკვე ღვინოში და სუნელებში დაჭრილი ხორცის დაჭრა დავიწყე. მაგიდა ორ კაცზე გავშალე და ღვინო ჩამოვასხი. ოთახი ჩამოვაბნელე და ბობის დაველოდე. კარზე ზარის ხმა გაისმა და გასახსნელად წავედი.
- თამარ! საერთოდ არ შეცვლილხარ! - მითხრა თავისი ირონიული ტონით და სახლში შემოვიდა.
- საბუთები სადაა?
- ჯერ ვჭამოთ ბობ, ახლახანს გამოვედი საგიჟეთიდან და ამომასუნთქე.
გაიცინა და სუფრასთან დაჯდა. ხორცის ნაჭერი გადაიღო და მისთვის გამზადებული ღვინო დალია. მეც მივუჯექი ჩემს ადგილს.
- სანამ მე არ ვიყავი რამე საინტერესო მოხდა?
- ისევ მე ვარ მთავარი დეტექტივი
- მე საინტერესო გკითხე!
- კესო და თეჰიონი სხვაგან გადავიდნენ. - ჩემი სარკაზმი დააიგნორა.
- თუ გადაიყვანე?
- საბუთები გაქვს თამარ?
- რათქმა უნდა! მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სამსახურისთვის! - ღვინით სავსე ჭიქა ავიღე და მოვსვი.
- ჩემთვის არაფერი არ გაგიკეთებია! - თქვა და წამოდგა.
- უკვე გავაკეთე! - ღვინის ჭიქა დავდე და ავხედე.
ბობი წამოდგა ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ შუა გზაზე გაჩერდა, ფეხები მოეკვეთა, ოდნავ ჩაიწია და სულ მალე ჩემს წინ მუხლებზე მდგარი აღმოჩნდა. ხველება აუტყდა, მძიმედ ახველებდა, იატაკზე გაწვა და ხელები ყელისკენ წაიღო, პირი გააღო რომ სიტყვა ეთქვა, მაგრამ ამის მაგივრად პირიდან მხოლოდ თეთრი სითხე გადმოუვიდა. მასთან დავიკუზე და ღიმილიანი სახით ვუთხარი:
- მხოლოდ ორი რამ მინდა მსოფლიოში: მინდა ჩემი წოდება დავიბრუნო და მინდა რომ შენს სიკვდილს ვუყურო! - კბილებში გამოვცერი და მაგიდის ასალაგებლად წამოვდექი.
•••
მეორე დღეს დილით კარზე ზარის ხმა გაისმა. ლოგინიდან წამოვდექი, ზედა გადავიცვი შარვალზე და ქვევით ჩავედი. კარი გავაღე და წინ მდგომს გავუღიმე.
- დილამშვიდობისა დეტექტივო! - თქვა და სახლში შემოვიდა - გავიგე რომ გამოხვედი!
- ისე ამბობ თითქოს ციხეში ვიყავი, აღარ გკითხავ საიდან გეიგე. არ გშია? - მისგან მხოლოდ თავის გაქნევა მივიღე. სასტუმრო ოთახში მდივანზე მოკალათდა, მე კი მის წინ დავჯექი.
- დამამტკიცებელი საბუთები აქ გაქვს?
- არა, გუშინ საღამოს გავგზავნე.
- ბობთან?
- არა, სამინისტროში.
- ბობთან რატომ არა?
- რომ გამეგზავნა ვერ მიიღებდა.
- ხომ დღეს სამსახურში არ ყოფილა, იცი რატომ?
- კი, გუშინ მოვკალი.
- რა? - ჩემს ნათქვამზე გაიცინა.
- არ გჯერა? მარის ძველ ოთახში გდია, მარილი დავაყარე რომ არ აყროლებულიყო. - იმდენად დარწმუნებულად წარმოვთქვამდი სიტყვებს ჯიმინს სახეზე ღიმილი შეახმა. ადგა და მარის ოთახისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით, მას თვალი ღიმილით გავაყოლე. უკან გაოცებული თვალებით დაბრუნდა, როგორც ჩანს საწოლზე მიგდებული ბობის გვამი ნახა. ჩემს გვერდით დაჯდა და სახე ჩემთან ახლოს მოსწია.
- ყოჩაღ დეტექტივო! - შემაქო და ტუჩებზე დამაცხრა.
•••
- გირეკავენ დეტექტივო! - მითხრა ჯიმინმა და თმაზე მაკოცა. - მისკენ გადავბრუნდი და ჩავეხუტე. ტელეფონი კი არადაარ წყვეტდა რეკვას. ამიტომ იძულებული ვიყავი მას მოვშორებოდი და მეპასუხა.
- გისმენთ - საწოლზე წამოვიწიე და თამ უკან გადავიწიე. ზურგზე კი ჯიმინის თითებს ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდნენ.
- დეტექტივ ლის ვესაუბრები?
- დიახ!
- შინაგან საქმეთა მინისტრს თქვენთან შეხვედრა უნდა.
- რასთან დაკავშირებით?
- არ ვიცი, ხვალ დილით 10 საათზე გელოდებათ.
- კარგით, გმადლობთ. - ტელეფონი გავთიშე და ჯიმინს მივუბრუნდი, რომელიხ საწოლს იყო მიყუდებული და მომღიმარი სახით მიყურებდა.
- ჩვენს მინისტრს უნდა ჩემთან შეხვედრა.
- ძველ წოდებას იბრუნებ, დეტექტივო- მითხრა სიცილით და შიშველ გულმკერდზე ზურგით მიმიკრო. თავზე მაკოცა და მომეხუტა.
•••
- დღეიდან ძველ წოდებას უბრუნდებით და ისევ სეულის მთავარი დეტეტქივი ხართ ქალბატონო ლი!
- ეს ჩემთვის დიდი პატივია! - გავუღიმე და მისი კაბინეტი დავტოვე, გარეთ გამოვედი და ტელეფონი ამოვიღე.
- ვინ ბრძანდებით? - გავიგე ჯიმინს ხმა.
- სეულის მთავარი დეტექტივი. - ვუთხარი თუ არა, იქიდა მხრიდან ყვირილის ხმა გავიგე, რაზეც გამეცინა. 
- მაგათ უთხარი გაჩერდნენ.
- გაიგეთ ბიჭებო, დეტეტქივმა თქვა გაჩუმდითო, თორემ ციხეში ამოგიკრავთ თავს.
- გილოცავ თამარ - გავიგე ნამჯუნის ხმა. რომელსაც იუნგის და ჯინის ხმაც მოჰყვა.
- ჯიმინ, ჯერ სამსახურში უნდა წავიდე, შემდეგ კი მანდ მოვალ და მზად დამხვდით, ახალი მსხვერპლი უნდა შევარჩიოთ.
- კარგ დღეს გისურვებ, დეტექტივო!- გავუთიშე და მანქანაში ჩავჯექი.
კესოს სიტყვები გამახსენდა "შეეცადე შენც არ გაგიჟდე" როგორც ჩანს კარგად ვერ ვცადე...

დასასრული!

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now