20

118 10 0
                                    

-მოხვედით?
-კი
-ჯიმინი სად არის? არ მითხრა კიდევ ძინავსო
-არა არ ძინავს მაგრამ თქვა არ შემოხვიდეთ ჩემს ოთახშიო
-რატომ კარგად არის?
-ალბათ მუსიკას წერს და არ უნდა რომ ვინმემ შეაწუხოს
-კარგი
ბიჭები დაიშალნენ. ჯინი და ნამჯუნი სერიალ friends უყურებდნენ. ჰოუპი სარეპეტიცოო ოთახში წავიდა საცეკვაოდ, იუნგი კი ჯიმინთან.

კარზე დააკაკუნა
-ჯიმინ შეიძლება შემოვიდე?
არავინ რომ არ უპასუხა, იუნგი შევიდა ოთახში მაგრამ იქ ჯიმინი არ იყო. არც აბაზანაში.
თავის ოთახში გავიდა რომ ტელეფონი აეღო და დაერეკა მაგრამ ჯიმინი მის ლოგინში დახვდა
-ჯიმინ?
-არ მინდოდა ჩემს ოთახში ცოტახანი ვიქნები რა
-რამდენი ხანიც გინდა იყავი
-თეჰიონს მგონი ასე პირველად ვეჩხუბე
-შერიგდებით
-ვერ გავიგე ,არ შეიძლება ისე მოვიქცე როგორც მინდა?
-ჯიმინ თეჰიონი უბრალოდ იმას ამბობს რომ შენზე ინერვიულა და რომ არ უპასუხე გაბრაზდა რადგან შენზე ღელავს
-ის ჩემი საუკეთესო მეგობარია
და მას გონია რომ მას არ ვაფასებ. ეს საიდან მოიტანა?
-ალბათ რადგან განერვიულებული იყო მაგიტომ თქვა
-არ ვიცი
-ხვალ შეხვდი ბოდიში მოუხადე
-მე მოვუხადო? რაზე? მოვიდა და დამიწყო ცირკი რაღაც სისულელეზე
-რაღაც სისულელეზე არა, შენზე ლაპარაკობს
-მას ბოდიშს არ მოვუხდი და გთხოვ ჩვენს საქმეში არ ჩაერიო
-მართალი ხარ ჩემი საქმე არაა
იუნგი საწოლიდან ადგა
-მაპატიე ეგ არ მიგულისხმია მე გაბრაზებული ვარ და წამომცდა მაპატიე რა

ჯიმინი ლოგინიდან წამოიწია და იუნგის ჩაეხუტა
-იუნგი მაპატიე კარგი?
-გაპატიე მაგრამ გეუბნები რომ თეჰიონის სიტყვებზე დაფიქრდე, ის ნაწილობრივ მართალია
-კარგი
-ააუ ჯიმინ
-ხო
-მშია და წამოდი რა ვჭამოთ
-მეც მომშივდა წამო

ორივე ქვევით ჩავიდა
-ჰეი ჯიმინ სად დაგვეკარგე
-ოჯახი მოვინახულე
-გამიხარდა რომ დაბრუნდი
-მადლობა ნამჯუნ

სამზარეულოში გავიდნენ
-რა ვჭამოთ?

ამ დროს შემოვიდა ჯინი სამზარეულიში
-გშიათ?
-კი
-ნახევარი საათი მოიცადეთ და გავაკეთებ
-ჩვენი გადამრჩენელი ხარ ყოველთვის
-კაი ერთი მოუსვით ეხლა აქედან ფეხებში არ ამებლანდოთ
-კარგი

Love each OtherOnde histórias criam vida. Descubra agora