პაემანი?

777 95 200
                                    

1865

იუნგის ეგონა რომ სახლში მისვლისას,ლუს ჩაეხუტებოდა და ბედნიერი დაიძინებდა რითაც მისი დღე საბოლოოდ დასრულდებოდა მაგრამ სახლში მისულს სულ სხვა სიტუაცია დახვდა.
თეჰიონი,რომელიც რატომღაც ხელებ გადაჯვარედინებული იჯდა დივნის წინ და ლუ,რომელიც დივანზე იჯდა და თეჰიონს ეფერებოდა თმებზე.
სიმართლე რომ თქვას იეჭვიანა კიდეც,თეჰიონს და ლუს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ,იმაზე მეტადაც კი ვიდრე ლუს და იუნგის.

სახლის კარები რომ შეაღო მხოლოდ ლუს ყურადღება მიიქცია,თბილად გაუღიმა და თეჰიონზე ანიშნა რა სჭირსო.

-ჰიონ,-ლუ ფეხზე წამოდგა,თეჰიონის უკმაყოფილო ბუზღუნი დააიგნორა და იუნგის მოეხვია.იუნგიმაც იგივეთი უპასუხა და კითხვა ისევ გაიმეორა.

-ჯონგუკს ეჩხუბა,შუადღის მერე ასე ზის და საჭმელსაც არ ჭამს,-მხრები აიჩეჩა ლუმ და თეჰიონისკენ გააპარა თვალი.-არვიცი როგორ დავეხმარო,არც თამაშებს ეკარება.

-ანუ საქმე ასე სერიოზულადაა?-დაიბნა იუნგი,თეჰიონის არასდროს ამბობს უარს თამაშებზე.

-კი,მიდი დაელაპარაკე მე ოთახში შევალ ვიმეცადინებ.

-კარგი ჩემო პატარავ,ეს აიღე,-პარკი გაუწოდა იუნგიმ და თმებზე წაეთამაშა.

-ეს რა არის?

-სასუსნავებია,მეცადინეობის დროს დაგეხმარება გონების გახსნაში.

-საუკეთესო ხარ.

-ვიცი.-თვალი ჩაუკრა იუნგიმ და ლუ ოთახდე მიაცილა.

როდესაც გამოვიდა,თეჰიონი იგივე მდგომარეობაში დახვდა.იცოდა რომ ალკოჰოლის გარეშე ვერ ილაპარაკებდნენ ამიტომ სამზარეულოდან ლუდი გამოიტანა და თეჰიონის გვერდით მოკალათდა.

-თეჰ,დამელაპარაკე.-თავი დაადო მხარზე და წელზე მოეხვია.

-იუნგზ,-ამოიტირა თეჰიონმა და ახლა თავად შეუძვრა იუნგის ყელში.-ჯონგუკთან ყველაფერი დასრულდა.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now