🖤

56 8 7
                                    

1766 წლის აგვისტოს, საფრანგეთში ყველაზე ლამაზი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ცრუ ბრალდებებით გაასამართლეს "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალბატონი და "საზოგადოება გაწმინდეს".

ამბერი ღვთაებრივი ადამიანი იყო, ქალი საოცარი გარეგნობით, ბრწყინვალე მანერებითა და მანათობელი ლურჯი თვალებით. ფერმკრთალი კანი, ქერა ტალღოვანი თმა, გამოკვეთილი ნაკვთები და მომხიბვლელი ღიმილი, რაც იშვიათი იყო შეგენიშნა მის სრულყოფილ სახეზე. სხეულიც შესანიშნავი ჰქონდა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი,  გამოყვანილი წელითა და ლამაზი ფორმებით. მუდამ დახურული ტანისამოსით დაიარებოდა, უმაკიაჟოდ, შეკრული თმებით, რაც იქაურ ქალებს არ სჩვევიათ, თუმცა ყოველთვის ნებისმიერ "გამოპრანჭულ" ქალზე ლამაზი იყო. სადა, ნაზი და მოკრძალებული, მუდამ მშვიდი და ნათელი გამოხედვა ჰქონდა. 16-ის იყო, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. დედამისი დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, ერთადერთი რაც დედისგან გამოყვა თვალები იყო, არც მამას არ დამსგავსებია. ყველას უკვირდა თუ საიდან დაჰყვა ასეთი გარეგნობა, ბოლო ისიც კი იფიქრეს რომ მათი შვილი არ იყო. დედა დაავადებას შეეწირა, მამა რაც ამბერს თავი ახსოვს სვავდა დაარც ახლა შეუწყვიტავს. მას ორი ძმა ყავდა, უმცროსები, მამამისი მათზე ზრუნავდა, თუმცა ქალიშვილი დიდად არადარდებდა, ის ხომ გათხოვებოდა რა აზრი ჰქონდა? დეიდას ძალიან შეეცოდა და თავისთან წაიყვანა, რაც დეიდაშვილებს საერთოდ არ გახარებიათ. მათ ყოველთვის შურდათ მისი, ახლა კი შეშინდნენ. მისნაირი გოგონას გვერდით განა ჰქონდათ შანსი ბიჭს შეემჩნიათ? ამბერი კი ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა. ქალაქში გადასვლა გაუხარდა, აქ ხომ ცეკვა შეეძლო! ოცნებობდა, ძალიან ბევრს ოცნებობდა ბალერინობაზე... ძალიან უნდოდა ეცეკვა, სოფელში კი ეს შეუძლებელი იყო. მხოლოდ ერთხელ დეიდასთან სტუმრობისას 9 წლისამ თვალი მოჰკრა მოცეკვავეებს, სწორედ აქედან დაიწყო მისი სიყვარული ბალეტის მიმართ.

last danceWhere stories live. Discover now