¹

1.7K 137 519
                                    

⚠️ეს მეორე ნაწილია, ფიკის პირველ ნაწილს ჰქვია Fox's Hunt. ჯერ უნდა წაიკითხოთ პირველი, რომ გაიგოთ აქ რა ხდება 💛⚠️

პაკ ჰოსოკი იდეალური იყო. იდეალური ალფა, იდეალური მამა და ერთ დროს იდეალური ქმარიც.

ყველა ომეგა აღფრთოვანებით, ხოლო ყველა ალფა შურით აყოლებდა თვალს ხოლმე. ის პატარა, მთებს შორის ჩაკარგულ ქალაქში ცხოვრობდა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა.

იქ ყველამ იცოდა, რომ ის და მისი შვილები ზღვას და წარსულს გამოექცნენ, იმ ტრაგედიას, რომელმაც მთელი კორეა შოკში ჩააგდო, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა და რომლის გამოც 26 აგვისტო გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

იქ თავიდან ბევრი ცდილობდა ლამაზი, კარგი ალფის დათრევას, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ უბრალოდ თავი მიანებეს. ჰოსოკი ომეგებით საერთოდ არ ინტერესდებოდა. ერთადერთი ომეგა, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და რომელსაც ყურადღებას აქცევდა, მისი შვილი იყო, მინჯუნი.

ჰოსოკის სახლი სავსე იყო მათი ძველი ფოტოებით, ყოველ ოთახში რამდენიმე ფოტო ან ეკიდა ან იდგა, სადაც ის, ჯიმინი და ბავშვები იყვნენ... ეს იმისთვის, რომ ბავშვებს მამიკო არასდროს დაევიწყებინათ და თანაც თავიდანვე პატარებს უნდოდათ, რომ მისი ბევრი სურათი ჰქონოდათ და ყველგან დაენახათ.

თავიდან ჰოსოკი ლამის ყველა ფოტოს არიდებდა თავს, შემდეგ ლამის ყველა ფოტოს დანახვაზე ცრემლების შეკავებას ცდილობდა, ახლა კი ზოგჯერ აშტერდება და ცდილობს ღრმად ისუნთქოს, სუნთქვა კვლავ ჭირს, მოგონებები გულს მის კლანჭებში იმწყვდევს.

ნებისმიერი, ვინც მათ სახლში მიდიოდა, ჯიმინის აჩრდილს აწყდებოდა. ისევ უამრავი ფოტო, ალფა, რომელსაც შეეძლო გაუთავებლად შეეძლო მის გარდაცვლილ ომეგაზე საუბარი, ბავშვები, რომლებიც მათ გარდაცვლილ მამიკოზე გიჟდებოდნენ და ისევე, როგორც მამას, არავინ აღარ სურდათ.

Fox Hunting | SOPENơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ