აეროპორტში
ჯგუფი მანქანიდან გადავიდა თუ არა წინ ჟურნალისტების დიდი ჯგუფი დახვდათ. ყველა სხვადასხვა კითხვას სვამდა. საიდან გაიგეს რომ დილის მაგივრად შუაღამეს მიდიოდნენ ეს არავინ იცის. ჟურნალისტების უკან არმის ნაწილი და ჰეითერები იდგნენ რომელიც საშინელებებს იძახოდნენ
-ამ გეი წყვილს აქ რა უნდა
-წადით ჯგუფიდან
ჟურნალისტები კი წასვლის საშვალებას არ აძლევდნენ
-მართალია რომ ჯონკუკი ჯგუფს თეჰიონის გამო შორდება? და თუ შორდება ჯონკუკს აქ რა უნდა?
-თეჰიონ თავს დამნაშავედ არ გრძნობთ ჯონკუკის წასვლის გამო
დაცვა ცდილობდა ბიჭები აეროპორტში შეეყვანა. ჯონკუკმა უკან მიიხედა რადგან თეჰიონი დაენახა .თეჰიონი ტიროდა და ჟურნალისტები მასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ჯონკუკი უკან წავიდა რომ თეჰიონთან მისულიყო. დაცვამ გააჩერა მაგრამ ჯონკუკმა ისე უყვირა გამატარეო დაცვა გვერძე გადგა. ჯონკუკი ეგრევე თეჰიონთან მივიდა
-მოშორდით მას
ჯონკუკმა თეჰიონს ხელი ჩაკიდა და ჟურნალისტების ბრბო გაარღვია
-შენთან ვარ არ იტირო
ბიჭები თვითფრინავამდე ძლივს მივიდნენ. როცა ავიდნენ თვითმფრინავში ყველა თეჰიონს უყურებდა
-ნუ უყურებთ ასე თეჰიონს, ყველამ თვისი ადგილი დაიკავოს და წავიდეთ
თქვა ნამჯუნმა და ყველამ თავისი ადგილი დაიკავა
ჯონკუკი თეჰიონის გვერძე დაჯდა თეჰიონი კი მასთან გადაჯდა და ჩაეხუტა
-ზუსტად ამის მეშინოდა. კორეაში ასე რეაგირებენ და სხვა ქვეყანაში რას გვიზამენ
-დამშვიდდი
-შენ რომ არ მოსულიყავი ალბათ ვერაფერს ვიზამდი. ძალიან სუსტი ვარ
-ხო მაგრამ მე შენთან ვიყავი და შენ არ ხარ სუსტი
-აბა რა ქვია ამას როცა თავის დაცვაც არ შემიძლია? შენ ჩემს გამო დაცვას უყვირე და იმ სიტუაციიდან გამომიყვანე